ფოტოგადაღების შეკვეთის ფორმა
About ფოტოგადაღების შეკვეთის ფორმა
ფოტოგადაღების ფორმები გამოიყენება კლიენტების მიერ ფოტოსესიის დასაჯავშნად. მიუხედავად იმისა ფოტოგრაფირების რა მიმართულებაში სპეციალიზირდებით - იქნება ეს ქორწილის ფოტოგადაღება, ახალშობილთა ფოტოგადაღება, პორტრეტები ან ოჯახური ფოტოები, იზრუნეთ სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე JotForm-ის ფოტოგადაღების დაჯავშნის უფასო ფორმების გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ფოტოსესიის ღირებულება ონლაინ, გამოაქვეყნოთ წესები და პირობები, ან თუნდაც მოდელთა ფოტო რელიზის ფორმები წამებში. დასაწყებად, მარტივად აირჩიეთ შაბლონი, მოარგეთ ის თქვენი ბიზნესის საჭიროებებს და მომენტალურად მიიღეთ შეკვეთები. ფორმის ყველა გამოხმაურება უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით.
როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფს, გსურთ თქვენი ფოტოები გამოიყურებოდეს იდეალურად - ასე რომ, გახადეთ ფოტოგადაღების დაჯავშნის ფორმის ვიზუალიც უნიკალური. JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის წყალობით მარტივად მოარგეთ ის თქვენს სურვილებს, დაამატეთ სასურველი ელემენტები, ატვირთეთ თქვენი ლოგო, შეცვალეთ წესები და პირობები და მრავალი სხვა. თქვენთვის საჭირო ფუნქციონალის მისაღებად, თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის ინტეგრირება მესამე მხარის აპლიკაციებთან - მიიღეთ გადახდები ონლაინ, გადახდის სისტემების გავლით როგორიცაა Square ან PayPal, დააკავშირეთ ფორმა Google კალენდარს რათა ავტომატურად დაამატოთ ფოტოსესიის დაჯავშნები თქვენს განრიგს, ან ფოტოგადაღების დაჯავშნის PDF შაბლონს რათა მომენტალურად შექმნათ ხელშეკრულებები PDF დოკუმენტების სახით. მოძველებული ქაღალდის ფორმებიდან ონლაინ ფორმებზე გადართვით თქვენ დაზოგავთ ღირებულ დროსა და ძალისხმევას.