დაჯავშნის ფორმები
მოგზაურობის ინფორმაციის ფორმა
მოგზაურობის ინფორმაციის ფორმა გამოიყენება სამოგზაურო სააგენტოების მიერ, რათა შეაგროვონ კლიენტებისათვის მოგზაურობისა და საცხოვრებლის დაჯავშნისათვის საჭირო ინფორმაცია. მოცემული მოგზაურობის სრულიად უფასო ფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეუფერხებლად მიიღოთ სამოგზაურო ინფორმაცია თქვენი კლიენტებისგან, პირდაპირ ონლაინ ფორმის გავლით - დაემშვიდობეთ არაეფექტურ იმეილებსა და სატელეფონო ზარებს და დააჩქარეთ თქვენი დაჯავშნის პროცესი. უბრალოდ მოარგეთ შაბლონი თქვენთვის სასურველი შეკითხვების გამოყენებით, დაამატეთ თქვენი ლოგო და განაახლეთ ფერთა სქემა თქვენი ბრენდინგის შესაბამისად, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გაუზიარეთ პირდაპირ თქვენს კლიენტებს. ფორმის მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი როგორც თქვენთვის ასევე თქვენი თანამშრომლებისათვის. გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი, რათა მარტივად შეიტანოთ შაბლონში ნებისმიერი სასურველი ცვლილება! შეცვალეთ ფონტები და ფერები, ატვირთეთ თქვენი კომპანიის უნიკალური ლოგო, დაამატეთ სასურველი კითხვები, დაურთეთ ფაილის ატვირთვის ველი რათა მიიღოთ სასურველი დოკუმენტაცია და დააკავშირეთ ფორმა 100+ ინტეგრაციას, რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს - როგორიცაა Google ცხრილები, Dropbox, Box, Trello, Asana და მრავალი სხვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის სამოგზაურო მომსახურებას სთავაზობთ თქვენს კლიენტებს, გამოიყენეთ მოცემული სრულიად უფასო ფორმა რათა შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და გაუმარტივოთ მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვა.
კონფერენციის დაჯავშნის ფორმა
მოცემული ფორმა საშუალებას გაძლევთ დაჯავშნოთ საკონფერენციო სივრცე, მიუთითოთ დამატებითი დეტალები როგორიცაა საჭირო აუდიო-ვიზუალური ტექნიკა, ოთახები და კვება, ასევე მისვლისა და გასვლის თარიღები.
კონცერტის ბილეთის რეგისტრაციის ფორმ?
კონცერტის ბილეთის რეგისტრაციის ონლაინ ფორმა რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს აირჩიონ სასურველი პარამეტრები, ბილეთების რაოდენობა და მიიღონ ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ მოცემული შაბლონი მრავალი ვიჯეტისა და ინტეგრაციის გამოყენებით, დაამატოთ თქვენი ლოგო, სურათები, ვიდეო კონტენტი, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.
ფოტოგადაღების მოთხოვნის ფორმა
ეს არის ფოტოგადაღების მოთხოვნის შეკვეთის მარტივი ფორმა რომელიც შექმნილია ფოტოგადაღების სესიების დასაგეგმად მომხმარებელთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვებით და საშუალებას აძლევს კლიენტებს აირჩიონ სასურველი პაკეტი. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერი სასურველი ფოტოსესიის დაჯავშნის ფორმა თქვენს მოთხოვნებს, დაამატოთ ვიჯეტები და ინტეგრაციები, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.
ფოტოსესიის დაჯავშნის ფორმა
მოცემული ფოტოსესიის დაჯავშნის ფორმის გამოყენებით თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, სესიის თარიღი და დრო, ადგილმდებარეობა, სესიის ტიპი და მონაწილე პიროვნებების რაოდენობა. ფორმა მოიცავს კონტრაქტსა და საავტორო უფლებების შეთანხმებას, ასევე დეპოზიტის გადახდის ფუნქციონალს. შაბლონი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ დაჯავშნის ინფორმაცია და გადახდები უსაფრთხო მეთოდით.
სასტუმროს დაჯავშნის ფორმა
სასტუმროს ნომრის დაჯავშნის იდეალური ფორმა ონლაინ გადახდის ფუნქციონალით.
სასტუმროს ოთახის დაჯავშნის ფორმა
გამოიყენეთ მოცემული დაჯავშნის ფორმის შაბლონი რათა საშუალება მისცეთ თქვენს კლიენტებს მარტივად დაჯავშნონ თქვენი სასტუმროს ნომერი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია როგორიცაა სახელი, მობილურის ნომერი, იმეილი, სტუმართა რაოდენობა და თარიღის დეტალები. მოცემული დაჯავშნის ფორმის გამოყენებით თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ ავტომოპასუხე იმეილები, ასე რომ თქვენს მომხმარებლებს შეეძლებათ დარწმუნდნენ რომ დაჯავშნის პროცესი წარმატებით დასრულდა.
დაჯავშნის მოთხოვნის ფორმა
დაჯავშნის მოთხოვნის ფორმის შაბლონი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააგზავნონ საკუთარი დაჯავშნის მოთხოვნა ან ნებისმიერი სხვა სასურველი კომენტარი თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად - თქვენ მარტივად შეძლებთ უპასუხოთ თქვენს კლიენტებს და დაუდასტუროთ დაჯავშნის ხელმისაწვდომობა. დაამატეთ თქვენი ლოგო, სურათები, ფერები და მოარგეთ ის მრავალი ვიჯეტის გამოყენებით. ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით.
ონლაინ დაჯავშნის ფორმა
ყოვლისმომცველი ონლაინ დაჯავშნის ფორმის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სახის დაჯავშნისათვის, ტრანსპორტირების დაგეგმვისათვის, ტურებისა და მოგზაურობებისათვის; სადაც სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ ადგილმდებარეობები, თარიღი და დრო და წარმოადგინონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია. მორგების მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტის გამოყენებით, შექმენით საკუთარი ფორმა და გამოიყენეთ მოცემული შაბლონი საწყისის სახით. დაამატეთ თქვენი ლოგო, სურათები, ფონტები, ფერები და დაამატეთ თქვენი ფორმა თქვენი კომპანიიის ვებსაიტს ან გამოიყენეთ ის დამოუკიდებელი სახით რათა დააჩაქროთ ჯავშნის მიღების სამუშაო პროცესები.
ტესტ დრაივის მოთხოვნის ფორმა
ავტომობილის ცენტრებისა და წარმომადგენლობების საუკეთესო მეგობარი პოტენციურ კლიენტებთან არის კარგი ტესტ დრაივის გამოცდილება. მოცემული ტესტ დრაივის შაბლონი კი არის ეფექტური საშუალება აღნიშნული პროცესის გასამარტივებლად. ფორმა აგროვებს მომხმარებლის პერსონალურ დეტალებს, საკონტაქტო ინფორმაციას, ტესტ დრაივის სასურველ ავტომობილს და თარიღს. გამოიყენეთ მოცემული შაბლონი და მარტივად მოარგეთ თქვენი კომპანიის მოთხოვნებს.
About დაჯავშნის ფორმები
გაუმარტივეთ თქვენს მომხმარებლებსა და კლიენტებს დაჯავშნის პროცედურა, მარტივი და მოწესრიგებული დაჯავშნის ფორმის გამოყენებით. JotForm-ის დაჯავშნის ფორმის შაბლონები არა მარტო ამარტივებს ინფორმაციის შეგროვებას, არამედ შეგროვებულ მონაცემთა ორგანიზებასა და მართვასაც. ჩვენი ფორმის მშენებელი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოარგონ და შეცვალონ სასურველი ფორმის შაბლონის ფორმატი თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად. დამატებით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მზა დაჯავშნის ფორმის შაბლონი ან შექმნათ თქვენი საკუთარი ფორმა, შემდეგ დაიწყოთ მორგების პროცედურა. სცადეთ ჩვენი ფორმის უფასო შაბლონები დღესვე!