ვირტუალური ღონისძიების ფორმები
About ვირტუალური ღონისძიების ფორმები
მართავთ ვირტუალურ ივენთს? დაარეგისტრირეთ მონაწილეები ონლაინ ჩვენი ვირტუალური ღონისძიების ფორმების გამოყენებით! აირჩიეთ ქვემოთ მოცემული სასურველი ფორმის შაბლონი რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, მოარგეთ ფორმატი და დიზაინი ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, შემდეგ კი ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ იმეილით ან თუნდაც სოციალურ ქსელებზე რათა მომენტალურად დაიწყოთ მონაწილეთა რეგისტრაცია. სტუმრებს შეუძლიათ მარტივად შეიყვანონ თავიანთი პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, წარმოადგინონ ელექტრონული ხელმოწერები და საჭიროების შემთხვევაში ონლაინ გადახდები. ფორმის მონაცემები მყისიერად აისახება თქვენს JotForm-ის ანგარიშში რაც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ ისინი ნებისმიერი მოწყობილობით, ნებისმიერი ადგილიდან.
გაზარდეთ თქვენი ვირტუალური ღონისძიების მიმართ ინტერესი თქვენი ვირტუალური ღონისძიების რეგისტრაციის ფორმის თქვენს საჭიროებებზე მორგებით - გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი. ყველანაირი კოდის წერის გამოცდილების გარეშე, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ფორმის ველები, ატვირთოთ სურათები და გიფები, შეცვალოთ ფონტები და ფერები თქვენი კომპანიის ბრენდინგის შესაბამისად. თქვენ ასევე შეგიძლიათ ინტეგრირება თქვენს ფავორიტ აპლიკაციებთან და გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები მოცემულ ანგარიშებს მომენტალურად - ამარტივებს რეგისტრაციის ინფორმაციის შენახვას თქვენს ღრუბლოვანი საცავის ანგარიშებში, იმეილების სიებისთვის ახალი კონტაქტების დამატებს და მრავალი სხვა! და თუ თქვენ გჭირდებათ რეგისტრაციის საფასურის მიღება, მარტივად დაუკავშირდით თქვენთვის სასურველ გადახდის სისტემას - Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ პოპულარულ გადახდის სისტემის ინტეგრაციას, მათ შორის Square, PayPal, Stripe და Authorize.Net, რათა შეუფერხებლად მიიღოთ ონლაინ გადახდები. არ გააუქმოთ თქვენი ღონისძიებები - უმასპინძლეთ მათ ონლაინ და შექმენით თქვენი სტუმრების სია JotForm-ის ვირტუალურ ღონისძიებაზე რეგისტრაციის ფორმების გამოყენებით!