ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები
About ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები
ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები გამოიყენება სატრანსპორტო სერვისების მოთხოვნისათვის. არ აქვს მნიშვნელობა მართავთ შიდა სატრანსპორტო მომსახურებას, ტაქსების კომპანიას ან ლიმუზინების გაქირავებას, ჩვენი ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები შექმნილია თქვენი კომპანიის მიერ კლიენტთა საქმისწარმოების გასაუმჯობესებლად. მარტივად მოარგეთ ნებისმიერი სასურველი ფორმის შაბლონი თქვენი კომპანიის ბრენდინგს, გამოაქვეყნეთ თქვენს ვებსაიტზე და დაიწყეთ ტრანსპორტირების მოთხოვნებისა და ჯავშნების მიღება მომენტალურად! ფორმის თითოეული გამოხმაურება ავტომატურად გაიგზავნება თქვენს JotForm-ის დაცულ ანგარიშზე, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეამოწმოთ ინისი ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით, ნებისმიერი ადგილიდან.
გააუმჯობესეთ თქვენი ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმა მისი თქვენი საჭიროებებისამებრ მორგებით. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ფორმის ახალი ველების დამატებას, შაბლონის აგებულების ცვლილებას და პროფესიონალური ვიზუალისათვის თქვენი კომპანიის ლოგოს დამატებას. თუ გჭირდებათ დაჯავშნის საფასურის წინასწარ მიღება, მარტივად დააკავშირეთ თქვენი ფორმა გადახდის უსაფრთხო სისტემებთან - Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ გადახდის სისტემას, მათ შორის Square და PayPal. თქვენ ასევე შეგეძლებათ თქვენი ფორმის სხვა ონლაინ აპლიკაციების ანგარიშებთან დაკავშირება რათა მოახდინოთ შრომატევადი და მოსაწყენი დავალებების ავტომატიზაცია. ჩვენი ტრანსპორტირების ფორმების გამოყენებით, თქვენ დააჩქარებთ სამუშაო პროცესებს და გაუმარტივებთ მომხმარებლებს თქვენს ბიზნესთან ინტერაქციას.