სპორტული რეგისტრაციის ფორმები
About სპორტული რეგისტრაციის ფორმები
სპორტული რეგისტრაციის ფორმა გამოიყენება მოთამაშეთა სპორტულ გუნდში დასარეგისტრირებლად. არ აქვს მნიშვნელობა წარმოადგენთ მენეჯერს ან მწვრთნელს ფეხბურთის, კალათბურთის, ბეისბოლის ან ნებისმიერი სხვა სახის სპორტის გუნდისათვის - თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ შეაგროვოთ საკონტაქტო დეტალები, ონლაინ გადახდები, მშობელთა ხელმოწერები და მრავალი სხვა ჩვენი სპორტული რეგისტრაციის ფორმების გავლით. მარტივად მოარგეთ ფორმის სასურველი შაბლონი თქვენს სპორტს, ჩასვით თქვენს ვებსაიტზე და დაელოდეთ თუ როგორ მარტივად შეძლებენ მოთამაშეები რეგისტრაციას. ფორმის ყველა გამოხმაურება უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს JotForm-ის ანგარიშში - მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.
მარტივად მოარგეთ თქვენი ფორმა JotForm-ის მეგობრული ფორმის მშენებლის გამოყენებით! გაზარდეთ მოთამაშეთა ინტერესი თქვენუ ლოგოს ატვირთვით, ფერების თქვენი ბრენდინგის შესაბამისად შეცვლით, თქვენი ლიგისა და გუნდის შესაბამისი ინფორმაციის დამატებით - უბრალოდ აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები - სრულიად მარტივად. გჭირდებათ რეგისტრაციის ღირებულების მიღება თქვენი ონლაინ ფორმის გავლით? უბრალოდ გამოიყენეთ სანდო გადახდის სისტემის ინტეგრაცია როგორიცაა Square, Stripe ან PayPal რათა მომენტალურად შეაგროვოთ გადახდები ონლაინ. და თუ თქვენ გსურთ სამუშაო პროცესების დამატებითი ავტომატიზაცია, ჩვენ გვაქვს 130+ მესამე მხარის აპლიკაციის ინტეგრაცია. როცა საქმე ეხება თქვენი მონაცემების ორგანიზებას, ქაღალდის საქმისწარმოების შემცირებას და რეგისტრაციის პროცესების გაუმჯობესებას, ჩვენი სპორტული რეგისტრაციის ფორმა სრულიად ცვლის სიტუაციას.