Real Estate Document PDF Templates
About Real Estate Document PDF Templates
მოახდინეთ თქვენი სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია და გაამარტივეთ უძრავი ქონების მართვის პროცესი. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ საიჯარო ხელშეკრულება, გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულება ან მოკლევადიანი არდადეგებისათვის ბინის ქირაობის შეთანხმება, ჩვენ გვაქვს უძრავი ქონების PDF შაბლონები ნებისმიერი საჭიროებისათვის. მარტივად დააკავშირეთ არსებული ფორმა თქვენ მიერ არჩეულ შაბლონს რათა მომენტალურად აქციოთ ფორმის მონაცემები დახვეწილ PDF დოკუმენტებად. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გადმოწეროთ ან დაბეჭდოთ PDF დოკუმენტები თქვენი ჩანაწერებისათვის ან გაუზიაროთ ისინი სხვებს ღილაკზე ერთი კლიკით.
დაიცავით თქვენი და მოიჯარეს უფლებები აწონილ-დაწონილი ხელშეკრულების გამოყენებით. წესებისა და პირობების ნათლად და გარკვევით ხაზგასმა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უფრო დიდი პრობლემები ხანგრძლივ პერიოდში. ვინაიდან თქვენი თითოეული უძრავი ქონება საჭიროებს უნიკალურ ხელშეკრულებას, JotForm-ის PDF რედაქტორი ამარტივებს თქვენი უძრავი ქონების PDF შაბლონების მორგებას. მარტივად განაახლეთ წესები და პირობები, მოიჯარის დეტალები, შეცვალეთ ფონტები და ფერები, პროფესიონალური ვიზუალისათვის დაამატეთ თქვენი სააგენტოს ლოგო.
გააციფრულეთ პროცესი Jotform-ის სასარგებლო ვიჯეტებისა და ინტეგრაციების გამოყენებით. შეაგროვეთ ელექტრონული ხელმოწერები კონტრაქტებისათვის, დაუკავშირდით Google ცხრილებს რათა მომენტალურად შექმნათ მფლობელის დეტალების ელექტრონული ცხრილი, ან გამოიყენეთ ავტომოპასუხე იმეილები რათა მომენტალურად გაუგზავნოთ ხელმოწერილი კონტრაქტები თქვენს კლიენტებს. ჩვენი უძრავი ქონების PDF შაბლონები ავტომატურად აქცევს ფორმის მონაცემებს დახვეწილ დოკუმენტებად - გეხმარებათ მართოთ დიდი ოდენობით განაცხადები, უსაფრთხოდ შეაგროვოთ აუცილებელი დოკუმენტები, შეამციროთ ადამიანური შეცდომის რისკი და სამუდამოდ დაემშვიდობოთ ქაღალდის საქმისწარმოებას.
მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.