Table Templates by anagomareli
პაციენტთა ვიზიტის ფურცელი
შესთავაზეთ თქვენს პაციენტებს შეუფერხებელი, უკონტაქტო გამოცდილება როდესაც ეწვევიან თქვენს სამედიცინო კლინიკას ან ჰოსპიტალს. მოცემული პაციენტთა ვიზიტის ფურცელის უფასო შაბლონი წარმოუდგენლად გაუმარტივებს პაციენტებს რეგისტრაციას სანამ დაესწრებიან დაგეგმილ ან წინასწარი ჩაწერის გარეშე ვიზიტს. მარტივად გახსენით ელექტრონული ცხრილი მიმღებში ან მოსაცდელ ოთახში რათა მარტივად შეავსონ პაციენტებმა - ან გაუზიარეთ რათა ვიზიტამდე შეავსონ ნებისმიერი მოწყობილობიდან. მათი მონაცემები ავტომატურად გამოჩნდება ელექტრონულ ცხრილში - რათა მიმღებში მომუშავე პირებმა და ადმინისტრაციის წევრებმა მარტივად იხილონ, დაარედაქტირონ და გააზიარონ რამოდენიმე მარტივი კლიკით. მარტივად მოარგეთ მოცემული შაბლონი თქვენს საჭიროებებს. ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რიგები და სვეტები, შექმნათ ახალი იარლიყები და ჩანართები რათა იხილოთ ვიზიტები კალენდარის სახით. პაციენტებს შეეძლებათ მარტივად წარმოადგინონ თავიანთი სახელი, ვიზიტის თარიღი და დრო, ვიზიტისა და ექიმის დეტალები - ქაღალდის საქმისწარმოების გარეშე. თვალყური ადევნეთ პაციენტთა ვიზიტებს ონლაინ - დაზოგეთ დრო და გაამარტივეთ სამუშაო პროცესი!
ჯანდაცვაáááªáááá¢áá á©áááá¬áá áááá¡ áááá¢á áááá¡ á¨ááá
პაციენტთა ჩანაწერების კონტროლის შაბლონი წარმოადგენს სამედიცინო ჩანაწერს რომელიც გამოიყენება ექიმების მიერ რათა თვალყური ადევნონ პაციენტთა სტატუსს მკურნალობის პერიოდში. არ აქვს მნიშვნელობა წარმოადგენთ პრაქტიკოს ექიმს, ფიზიოთერაპევტს, ფსიქიატრს ან სამედიცინო სპეციალისტს, ჩვენი პაციენტთა ჩანაწერების შაბლონი დაგეხმარებათ უკეთესად აკონტროლოთ და მართოთ თქვენი პაციენტების ჯანმრთელობა. დასაწყებად, მარტივად შეიტანეთ პაციენტის ინფორმაცია და ვიზიტის დეტალები - როგორიცაა სახელი, მკურნალობის თარიღი და პროგრესის ჩანაწერები - პაციენტის მონაცემთა ბაზაში. თქვენ შეგეძლებათ იხილოთ და შეიტანოთ სასურველი მონაცემები ნებისმიერი დესკტოპ ან მობილური მოწყობილობიდან და ერთი კლიკით გაუზიაროთ ინფორმაცია პაციენტებს და სხვა სამედიცინო პერსონალს. მარტივად მოარგეთ შაბლონი თქვენს საჭიროებებს - დაამატეთ სვეტები, რიგები, ჩანართები და იარლიყები. არ საჭიროებს კოდის წერას - აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები ელექტრონულ ცხრილზე. თვალყური ადევნეთ პაციენტის პროგრესს და დაეხმარეთ მარტივად გამოჯანმრთელებაში ჩვენი პაციენტთა ჩანაწერების კონტროლის ონლაინ შაბლონის გამოყენებით.
ჯანდაცვა