წიგნის მარაგების ინვენტარული აღრიცხ?
წიგნის მარაგების ინვენტარული აღრიცხვა გეხმარებათ აწარმოოთ ჩანაწერები თქვენს მაღაზიაში, ბიბლიოთეკაში ან კოლექციაში არსებული წიგნების რაოდენობების შესახებ. თუ თქვენ ფლობთ წიგნების მაღაზიას, მუშაობთ სკოლის ბიბლიოთეკაში ან ფლობთ წიგნების ფართო პირად კოლექციას, ჩვენი წიგნის მარაგების აღრიცხვის შაბლონი დაგეხმარებათ უკეთესად ადევნოთ თვალყური ყველა არსებულ სათაურს. მარტივად შეიტანეთ თითოეული წიგნის დეტალი - როგორიცაა სათაური, ავტორი, მდებარეობა და რაოდენობა - თქვენს წიგნის მარაგების ელექტრონულ ცხრილში რათა შექმნათ ყველა საჭირო ინფორმაციის მქონე ვიზუალურად დახვეწილი ცხრილი. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ იხილოთ იგი ნებისმიერი მოწყობილობიდან და გადმოწეროთ CSV, Excel ან PDF ფაილების სახით.
Jotform გთავაზობთ ყველა ხელსაწყოს რათა უზრუნველყოთ ჩანაწერების ორგანიზება და თქვენი სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია. გსურთ თვალყური ადევნოთ წიგნის შეკვეთებს და ჯავშნებს? გსურთ მიამაგროთ სასურველი იარლიყები? მარტივად დაამატეთ სასურველი რაოდენობის რიგები, სვეტები, ჩანართები და იარლიყები - კოდის წერის გარეშე. შეინახეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთი სივრცის ქვეშ და სამუდამოდ დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს.