Jotform-ის Stripe-ს ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ წუთებში შექმნათ პროფესიონალური საკრედიტო ბარათით გადახდის ფორმები.
შექმენით თქვენი საკუთარი სუპერ ფორმა JotForm-ის გამოყენებით. მარტივად აიღეთ და ჩასვით ფორმის საჭირო ველები.
Stripe-ს თქვენს ფორმაზე დამატება უმარტივესია. უბრალოდ აირჩიეთ Stripe-ს ხატულა ფორმის მშენებლის გვერდზე, შემდეგ დააჭირეთ შესვლის ღილაკს და დააკავშირეთ თქვენს ანგარიშთან.
ესეც ასე! თქვენს ბიზნესს შეუძლია მარტივად მიიღოს ონლაინ გადახდები.
დაამუშავეთ გადახდები JotForm-ის ჩარევის გარეშე
არ აქვს მნიშვნელობა ხართ პატარა ბიზნესი, რომელიც ყიდის პროდუქციას, სკოლა რომელიც იღებს რეგისტრაციის საფასურს ან არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც აგროვებს დონაციებს - თქვენ გჭირდებათ მარტივი გზა გადახდების მისაღებად. და რაც მთავარია, თქვენს მომხმარებლებს სჭირდებათ გადახდის მარტივი და მოქნილი პროცესი. ამიტომაცაა Jotform და Stripe იდეალური კომბინაცია.
დედამიწაზე არცერთი კომპანია არ ამარტივებს გადახდის ფორმების შექმნას ისე, როგორც Jotform. ჩვენს ინტუიციურ ფორმის მშენებელს არ სჭირდება რაიმე სახის ტექნიკური გამოცდილება, საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს შექმნა სრული ფუნქციონალის, დახვეწილი ონლაინ ფორმა წუთებში. Jotform ასევე საშუალებას გაძლევთ შექმნათ ფორმები მობილურის გამოყენებით.
მაგრამ JotForm-ის გამოყენების რეალური უპირატესობა, მისი მომხმარებლებზე მორგების დეტალებია. ფორმა იდეალურად მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე და აქვს ჩაშენებული ფუნქციონალი, რომლებიც ამარტივებენ მის შევსებას -- საგრძნობლად ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას და თქვენს შემოსავალს.
ათასობით ბიზნესი აძლიერებს შემოსავლებს JotForm-ისა და Stripe-ს გამოყენებით და მთავარი მიზეზი მათი მაღალი დონის უსაფრთხოებაა. ორივე კომპანია არის ლიდერი გადახდის უსაფრთხოებაში - Jotform კი ერთადერთი ონლაინ ფორმის პროგრამაა PCI DSS დონე 1-ის შესაბამისობით. JotForm-ის Stripe-ს ინტეგრაცია ასევე შესაბამისობაშია ევროკავშირის გადახდის სერვისების დირექტივებთან (PSD2), უზრუნველყოფს ტრანზაქციების PSD2-ის მძლავრი ავტორიზაციის მოთხოვნებს.
დაიწყეთ JotForm-ის და Stripe-ს გადახდის ფორმის გამოყენება დღესვე სრულიად უფასოდ!
შემოგვიერთდით და იხილეთ თუ რამდენად მარტივია Jotform-ის გამოყენებით სასურველი ონლაინ შეკვეთის ფორმის შექმნა და Stripe ინტეგრაციასთან დაკავშირება, ასე რომ მომენტალურად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი პროდუქციის ან სერვისების საფასური.
მიიღეთ გადახდები მომენტალურად და უსაფრთხოდ სასურველი Stripe შეკვეთის ფორმის გამოყენებით