თუ ეძებთ Skrill-თან დაკავშირებული კითხვების პასუხებს, თქვენ სათანადო გვერდზე მოხვდით. იხილეთ Skrill-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
Skrill არის ელექტრონული კომერციის სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაგზავნოთ საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები და გადახდები ნაკლები საკომისიო ხარჯებით. ის არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სერვისი. კომპანია მდებარეობს ლონდონში, ემსახურება 30-ზე მეტ ქვეყანას და ჰყავს დაახლოებით 120,000 მომხმარებელი.
Skrill-ს გააჩნია ორფაქტორიანი ავტორიზაციის ფუნქციონალი, რომელიც უზრუნცელყოფს უსაფრთხოების დამატებით დონეს და ხელმისაწვდომია Skrill-ის ყველა მომხმარებლისათვის. მათ ასევე აქვთ მომხმარებლის ავტორიზაციის მძლავრი სისტემა.
როგორც PayPal, ასევე Skrill მომხმარებლებს სთავაზობს სადებეტო ბარათებს, რაც შესაძლებელს ხდის მიღებულ თანხებზე მომენტალურ წვდომას. სადებეტო ბარათის გამოყენება ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი ფულის ან თქვენი საკუთარი საკრედიტო ბარათის გამოყენება როდესაც იმყოფებით უცხოეთში. ეს ასევე გულისხმობს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ელოდოთ რამოდენიმე დღე თუ როდის გადაიტანს კომპანია თანხას თქვენს რეალურ საბანკო ანგარიშზე. სამწუხაროდ, PayPal აღნიშნულ სერვისს სთავაზობს მხოლოდ ამერიკელ მომხმარებლებს, ხოლო Skrill სთავაზობს სადებეტო ბარათებს მსოფლიო მასშტაბით.
მიუხედავად ამისა, მყიდველები და გამყიდველები უპირატესობას ანიჭებენ Skrill-ს, ვინაიდან ის სთავაზობს გადახდის ეფექტურ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების გაძლიერებული ფუნქციონალით, როგორიცაა რისკების შეფასება და თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემა. 25 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით იყენებს Skrill როგორც ონლაინ შესყიდვების ერთგულ პარტნიორს.
Skrill არის სრულიად უფასო, თუ თქვენ ახდენთ მხოლოდ თანხის მიღებას. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ გაქვთ Skrill-ის ბიზნეს ანგარიში, თანხის მიღებისას შესაძლოა მოგიწიოთ საკომისიოს გადახდა თქვენი ანგარიშის სტატუსის და ბიზნესის ტიპის შესაბამისად.
ძირითადად, Skrill-ის გადახდა მუშაობს სამ ეტაპად - შექმენით ანგარიში და გაიაგრეთ ვერიფიკაცია, შეასრულეთ/მიიღეთ გადახდები და საბოლოოდ გაიტანეთ თანხა. თუ თქვენ გსურთ გადახდების მიღება Skrill-ის გადახდის ფორმის გავლით, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს.
Skrill-ის გადახდის სისტემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს.
Skrill გადახდა გთავაზობთ გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის სტანდარტს (PCI-DSS დონე 1), ასე რომ თქვენი მონაცემები მუდმივად დაცულია. გარდა ამისა, გადახდისათვის Skrill-ს სჭირდება მხოლოდ თქვენი იმეილის მისამართი და პაროლი. არასდროს ხდება თქვენი ბარათის ან საბანკო დეტალების ჩვენება.
თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი გადახდის ველის ხელმისაწვდომი ვალუტა მისი პარამეტრებიდან.
მიჰყევით ინსტრუქციას:
დეტალური ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ჩვენს გიდს: როგორ დავაკავშირო Skrill ჩემს ფორმას .
Skrill-ის გამოყენებით თქვენს ფორმაზე თანხის მისაღებად, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ Skrill-ის ანგარიში და ვალიდური იმეილის მისამართი. თუ თქვენ ჯერ არ აქვთ Skrill-ის ანგარიში, დარეგისტრირდით ახლავე და დააკავშირეთ თქვენს ფორმას. Skrill-ის გადახდის ფორმების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გვერდს.
Jotform არასდროს გახდევინებთ საკომისიოს, როდესაც იღებთ თანხას თქვენი ფორმების გავლით.
Skrill არ გახდევინებთ რაიმე სახის ტრანზაქციის საკომისიოს თქვენს Skrill ანგარიშზე თანხის მიღებისას. თანხის თქვენს საკუთარ ვალუტაში მიღება არის სრულიად უფასო. მიუხედავად ამისა, Skrill გახდევინებთ საკომისიოს თანხის გატანისას. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Skrill-ის საკომისიოს დეტალები.
Skrill-ის გადახდებით სარგებლობისათვის, თქვენ არ გჭირდებათ JotForm-ის ფასიანი პაკეტი. მიუხედავად ამისა, იმის მიხედვით თუ რამდენი გადახდის/ფორმის გამოგზავნის მიღება გსურთ ყოველთვიურად, თქვენ შესაძლოა გადახვიდეთ სასურველ ფასიან პაკეტზე.
უფასო პაკეტით სარგებლობისას, თქვენ ყოველთვიურად შეგიძლიათ მიიღოთ 10 გადახდა. თუ გსურთ გაზარდოთ გადახდის ლიმიტი, თქვენ მოგიწევთ თქვენი Jotform ანგარიშის გაუმჯობესება.
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ JotForm-ის სატარიფო პაკეტები და ლიმიტები აღნიშნულ გვერდზე.
Skrill-ის გადახდის არსებული ინტეგრაციით არ არის შესაძლებელი პერიოდული გადახდების შექმნა.
თანხის დაბრუნებას შეძლებთ თქვენი Skrill ანგარიშის სამართავი პანელიდან.
თუ თქვენ უნდა მიგეღოთ გადახდა თქვენი მომხმარებლისგან Skrill-ის ინტეგრაციის მქონე ფორმის გავლით, გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმეთ თქვენი ანგარიშის დეტალები (იმეილის მისამართი) რომელიც გამოყენებულია ინტეგრაციაზე.
თუ აღნიშნული ინფორმაცია სწორია და თქვენ კვლავ არ მიგიღიათ გადახდა, გთხოვთ დაუკავშირდით Skrill-ის მხარდაჭერის გუნდს.
თანხის მიღება Skrill-ის გავლით ძირითადად მომენტალური და სრულიად უფასოა. დარწმუნდით რომ JotForm-ის ინტეგრაციაზე გამოყენებულია ის იმეილის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირებულია თქვენი Skrill ანგარიში. Skrill-დან თანხის გატანასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ლინკს.
ამერიკის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიიღონ ტრანზაქციები ამერიკის საზღვრებს გარეთ არსებული მომხმარებლებისგან. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ უფლება გადაურიცხონ თანხა სხვა Skrill-ის მომხმარებლებს ამერიკის ფარგლებში და გამოიყენონ თანხა ნებისმიერი სახის ტრანზაქციებისათვის.
როგორც კი დააკავშირებთ Skrill გადახდის ველს თქვენს ფორმას, დაამატებთ თქვენს პროდუქციას და გამოაქვეყნებთ ფორმას, გაგზავნის ღილაკი ავტომატურად გადაამისამართებს მომხმარებლებს Skrill-ის ანგარიშზე, რათა განახორციელონ მარტივი გადახდა და გააგზავნონ თქვენი ფორმა. თუ გსურთ კონკრეტული გადახდის ღილაკი, გთხოვთ შექმენით მოთხოვნის ბილეთი.