ხშირად დასმული კითხვები
Jotform წინასწარ შევსებული ფორმები ხდკ
მიიღეთ პასუხები Jotform წინასწარი შევსების ფუნქციონალთან დაკავშირებული კითხვების შესახებ.
თქვენს კითხვებს უპასუხებს 24/7 მხარდაჭერის გუნდი.
-
რა არის Jotform წინასწარ შევსებული ფორმები?
წინასწარ შევსებული ფორმა არის ნებისმიერი ონლაინ ფორმა, რომელიც მოიცავს მომხმარებლის მონაცემებით შევსებულ ფორმის ველებს - აღნიშნული მონაცემების მიღება შესაძლებელია მრავალი სახის წყაროებიდან, როგორიცაა წინა გამოგზავნილი მონაცემები, იმპორტირებული ფაილი და CRM პროგრამა. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ წინასწარ შევსებული ფორმები Jotform-თან ერთად!
-
რატომ უნდა გამოვიყენო Jotform წინასწარი შევსება?
როდესაც საქმე ეხება ფორმის ველების წინასწარ შევსებას, Jotform გთავაზობთ მრავალ ვარიანტს - როგორც საწყისი ველებისათვის საიდანაც გსურთ მონაცემების მიღება, ასევე დანიშნულებისათვის სადაც გსურთ მონაცემების გაგზავნა. თქვენ შეგიძლიათ ფორმის მონაცემების წინასწარი შევსება ხელით ან ავტომატურად წინა ფორმის მონაცემების, Excel ან CSV ფაილების, Jotform ცხრილების ან CRM პლატფორმების გამოყენებით, როგორიცაა HubSpot ან Salesforce - და თუ თქვენ ეძებთ ბიზნესის დონის გადაწყვეტილებას, Jotform Enterprise ასევე საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ SSO ველების წინასწარი შევსება! არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ მეთოდს გამოიყენებთ, ფორმის ველების წინასწარი შევსება აუმჯობესებს მომხმარებელთა ფორმის შევსების გამოცდილებას, ზრდის მათ ჩართულობას და ფორმების შევსების სიხშირეს.
-
არის თუ არა Jotform წინასწარი შევსება უფასო?
Yes! Jotform Prefill is a built-in feature that’s included on all Jotform plans, including our free plan. However, if you’d like to opt for the single-sign on (SSO) prefill feature, you will need to switch to a Jotform Enterprise account.
-
როგორ შემიძლიათ შევქმნა წინასწარ შევსებული ფორმა?
Jotform წინასწარი შევსების ფუნქციონალი გთავაზობთ მრავალ მეთოდს, რათა შექმნათ წინასწარ შევსებული მონაცემების მქონე ფორმები. თქვენ შეგიძლიათ ფორმის წინასწარი შევსება ხელით, Jotform-ის ცხრილების, იმპორტირებული Excel და CSV ფაილების გამოყენებით ან HubSpot და Salesforce-თან ინტეგრირებით. Jotform Enterprise ანგარიშით სარგებლობისას, თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის ველების წინასწარი შევსება SSO პროვაიდერის მონაცემებით.
-
შემიძლია თუ არა Google ფორმის წინასწარი შევსება?
თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ თქვენი არსებული Google ფორმები Jotform-ში ჩვენი მარტივი მიგრაციის ხელსაწყოს გამოყენებით, და გამოიყენოთ Jotform-ის წინასწარი შევსების ფუნქციონალი რათა მარტივად მოახდინოთ ფორმის ველების სასურველი მონაცემებით შევსება.
-
შემიძლია თუ არა ფორმის წინასწარი შევსება ხელით?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ფორმის სასურველი ველები და გაუგზავნოთ ისინი მომხმარებლებს, ასე რომ აღნიშნული ველები იქნება წინასწარ შევსებული როდესაც ისინი გახსნიან თქვენს ფორმას.
-
შემიძლია თუ არა ფორმის წინასწარი შევსება HubSpot ან Salesforce მონაცემების გამოყენებით?
დიახ - ჩვენი HubSpot და Salesforce წინასწარი შევსების ინტეგრაციებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაცემები თქვენი CRM სისტემიდან რათა ავტომატურად მოახდინოთ თქვენი ფორმის ველების წინასწარი შევსება. ეს არის იდეალური საშუალება რათა გაზარდოთ მომხმარებელთა ჩართულობა და შექმნათ უკეთესი გამოცდილება თქვენი მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისათვის.
-
შემიძლია თუ არა ფორმების წინასწარი შევსება წინა გამოგზავნილი მონაცემების გამოყენებით?
დიახ. თუ თქვენ გყავთ თანამშრომლები, კოლეგები ან კლიენტები რომელთაც სჭირდებათ ერთი და იგივე ფორმის მრავალჯერადი შევსება, თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ პროცესი ისეთი ინფორმაციის წინასწარი შევსებით, როგორიცაა სახელი, იმეილი, მობილურის ნომერი და სხვა მნიშვნელოვანი ფორმის ველები, ასე რომ აღარ იქნება აუცილებელი ყოველ ჯერზე მათი ხელახალი შევსება.