არანაირი ტრანზაქციის დამატებითი საკომისიოები
Jotform არასდროს გახდევინებთ ტრანზაქციის დამატებით საკომისიოებს, როდესაც იღებთ თანხას თქვენი ფორმების გავლით. თქვენ იხდით მხოლოდ PayPal-ის სტანდარტულ ტარიფს*. 4 ნაწილად გადახდის ფუნქციონალი ასევე არის უპროცენტო.
PayPal 4 ნაწილად გადახდის ფორმის შაბლონები
არ გსურთ თქვენი გადახდის ფორმის ნოლიდან შექმნა? მოარგეთ მზა შაბლონები თქვენს საჭიროებებს - არ საჭიროებს კოდის წერას.
მარტივი ნაწილობრივი გადახდები
შესთავაზეთ მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტი საშუალება - და აქციეთ ვიზიტორები მყიდველებად.
დაეხმარეთ მომხმარებლებს შეიძინონ ახლა, გადაიხადონ მოგვიანებით
PayPal-ის 4 ნაწილად გადახდის ფორმების გამოყენებით, მომხმარებლებს შეეძლებათ დაფარონ შეძენილი პროდუქციის ღირებულება ოთხი ნაწილობრივი შენატანის სახით, თქვენ კი მომენტალურად მიიღებთ თანხას.
აი ასე მუშაობს ეს
შექმენით თქვენი ფორმა
Jotform-თან ერთად.
მომხმარებელი ირჩევს
მისთვის სასურველ ვარიანტს.
მომხმარებელი წარმოადგენს
გადახდის ინფორმაციას.
PayPal შეასრულებს სხვა ყველაფერს
შესთავაზეთ დაფინანსება სანდო ბრენდებისგან
უზრუნველყავით გადახდის უფრო მეტი მოქნილობა PayPal-ის გამოყენებით - ბრენდი რომელსაც თქვენი მომხმარებლები იცნობენ და ენდობიან. გადახდის მრავალფეროვანი მეთოდის შეთავაზება შეგძენთ ახალ მომხმარებლებს და დააჩქარებთ გაყიდვებს.
შეუერთდით გადახდის გლობალურ ქსელს
დააკავშირეთ თქვენი ბიზნესი PayPal-ის 346 მილიონ აქტიურ მომხმარებელს.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
Jotform იცავს თქვენს მონაცემებს PCI შესაბამისობით, GDPR შესაბამისობით, CCPA შესაბამისობით, 256-ბიტიანი SSL კავშირით, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მონაცემების დაშიფრვა. ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ გააქტიურონ HIPAA შესაბამისობა რათა უსაფრთხოდ შეინახონ ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაცია.
იყიდეთ ახლა, გადაიხადეთ მოგვიანებით ონლაინ ფორმები
მიიღეთ გადახდები უფრო სწრაფად. დაამატეთ PayPal თქვენს ფორმებს.
* 4 ნაწილად გადახდა ხელმისაწვდომია მხოლოდ 30$ - 600$ ფარგლებში განხორციელებული გადახდებისათვის. 4 ნაწილად გადახდა ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ჯორჯიის, ნიუ-მექსიკოს, ჩრდილოეთ დაკოტას, სამხრეთ დაკოტას, მისურის, უისკონსინის შტატის რეზიდენტებისათვის. გამოტოვებული გადახდის შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს ჯარიმის ოდენობა. განაცხადის შეტანისას, შესაძლოა საჭირო იყოს საკრედიტო ისტორიის შემოწმება. თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი რათა შეძლოთ სარგებლობა.
PayPal 4 ნაწილად გადახდა Jotform-თან ერთად
Jotform-ის 4 ნაწილად გადახდის ფუნქციონალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მომენტალურად მიიღოთ გადახდა, მომხმარებლებს კი შეეძლებათ დაფარონ შეძენილი პროდუქციის ღირებულება ოთხი ნაწილობრივი შენატანის სახით.