PayPal ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)
იხილეთ PayPal-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად. ან პირდაპირ დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
-
როგორ მუშაობს PayPal Jotform-თან ერთად?
PayPal არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადახდის სისტემა, რომელიც ხშირად გამოიყენება ონლაინ ფორმებზე. ჩვენი ინტეგრაცია მუშაობს PayPal-ის როგორც პერსონალურ, ასევე ბიზნეს ანგარიშებთან. ეს საშუალებას გაძლევთ მომხმარებლებისგან მიიღოთ მრავალი ტიპის გადახდა. თქვენი ფორმა გდახდების დამუშავებას ახდენს PayPal-ის API-ს გავლით, შემდეგ კი PayPal ზრუნავს დანარჩენზე - მათ შორის გადახდის ვერიფიკაციაზე, რათა აღკვეთოთ ნებისმიერი სახის თაღლითობა. PayPal-ს აქვს უფლება უარყოს გადახდები როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის უსაფრთხოებისათვის.
-
რა ტიპის გადახდებია ხელმისაწვდომი PayPal-ით სარგებლობისას?
PayPal საშუალებას გაძლევთ გაყიდოთ პროდუქცია, გამოწერები, შეაგროვოთ დონაციები და მიიღოთ სასურველი ოდენობის გადახდები. სასურველი ოდენობის გადახდა შეიძლება იყოს პროდუქციის ან სერვისების ღირებულება. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ PayPal-ის განსხვავებული ტიპის გადახდები.
-
რა ტიპის PayPal ინტეგრაციებია ხელმისაწვდომი JotForm-ში?
Forms built with Jotform can be integrated with Paypal Business, PayPal Personal, and PayPal Checkout. PayPal Invoicing is also available for merchants who want to send professional and customized invoices.
-
როგორ შემიძლია PayPal-თან ინტეგრირება?
თქვენ უნდა აირჩიოთ სასურველი PayPal ინტეგრაციის ტიპი, დაამატოთ ის თქვენს ფორმას და მიჰყვეთ მოცემულ ინსტრუქციებს:
- For Paypal Business: How to Integrate Form with PayPal Business
- For Paypal Personal: How to Integrate Form with PayPal Personal
- For Paypal Checkout: How to-integrate PayPal Checkout with Your Form
- For Paypal Invoicing: How to-integrate PayPal Invoicing with Jotform
-
შემიძლია თუ არა PayPal-ით სარგებლობა ჩემს ქვეყანაში?
PayPal ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ PayPal-ის ზოგიერთი პროდუქტი ან ინტეგრაცია შეზღუდულია მხოლოდ კონკრეტული ქვეყნებისათვის. PayPal Pro-ს შემთხვევაში, ის შეზღუდულია ანგარიშებზე, რომლებიც შექმნილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. PayPal-ის პროდუქტების ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომობის გადასამოწმებლად, გთხოვთ ეწვიეთ ოფიციალურ დოკუმენტაციას.
-
როგორ შევქმნა PayPal შეკვეთის ფორმა?
Paypal-ის შეკვეთის ფორმის შესაქმნელად, თქვენ უნდა განსაზღვროთ PayPal-ის სასურველი გადახდის სისტემა. ეს ძალიან მარტივია! დაამატეთ PayPal, შეიყვანეთ თქვენი PayPal ანგარიშის დეტალები, დაამატეთ პროდუქცია, ფასები და შეინახეთ. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: შეკვეთის ფორმის შექმნა.
-
მჭიდება თუ არა PayPal-ით სარგებლობისათვის JotForm-ის ფასიანი ანგარიში?
არა, PayPal ხელმისაწვდომია Jotform-ის ყველა მომხმარებლისათვის. მიუხედავად ამისა, არსებობს გადახდის გამოგზავნების მიღების ლიმიტი. უფასო პაკეტი შეზღუდულია 10 გადახდამდე ყოველთვიურად. ბრინჯაოს პაკეტს შეუძლია მიიღოს 100 გადახდა, ვერცხლის პაკეტს 1000 გადახდა, ხოლო ოქროს პაკეტს აქვს შეუზღუდავი გადახდების მიღების ლიმიტი. თქვენი ანგარიშის გამოყენების ლიმიტებზე დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს.
-
როგორ მივიღო PayPal-ის ფორმის HTML კოდი?
როგორც კი შექმნით PayPal ფორმას, ჩვენ უზრუნველვყოფთ ფორმის ჩაშენების კოდს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ იგი თქვენს ვებსაიტზე. გთხოვთ მიჰყევით მოცემულ გიდს ფორმის ჩაშენების რომელი კოდი გამოვიყენო
-
როგორ დავაკავშირო ფორმა PayPal checkout ინტეგრაციას?
ფორმის მშენებლის გადახდების ჩანართზე აირჩიეთ Paypal Checkout. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ დავაკავშირო ფორმა Paypal Checkout ინტეგრაციას.
-
შემიძლია თუ არა PayPal-ის ჩემს საიტზე დამატება?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ Paypal ფორმა თქვენს ვებსაიტზე. გთხოვთ მიჰყევით აღნიშნული გიდს.
-
როგორ შემიძლია PayPal-ის გადახდების გატესტვა ჩემს ფორმაზე?
Paypal გთავაზობთ სატესტო იმიტაციურ გარემოს, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გამოსცადოთ PayPal-ის რეალური გადახდის პროცესი. თქვენ ასევე მიიღებთ საცდელ ბარათებს თქვენი სატესტო ანგარიშის შექმნისას. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილეთ მოცემული გიდი: როგორ გავტესტო PayPal გადახდის ფორმა.
-
შემიძლია თუ არა გადახდების წინასწარი ავტორიზაცია ფორმაზე, რათა მოგვიანებით ჩამოვაჭრა თანხა მომხმარებლებს?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თითოეული გადახდა მხოლოდ ავტორიზაციის სახით. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ გადახდის ავტორიზაციის ფუნქციონალის გააქტიურება, როგორც მოცემულია გიდში. მომხმარებლისათვის თანხის მოგვიანებით ჩამოჭრისათვის საჭირო ლინკი თანდართული იქნება როგორც იმეილზე, ასევე ფორმის გამოგზავნების გვერდზე.
-
მხარდაჭერილია თუ არა PayPal-ის მრავალი სახის ვალუტა JotForm-ის მიერ?
დიახ, PayPal-ზე ხელმისაწვდომი ვალუტები ასევე ხელმისაწვდომია Jotform-ის PayPal ინტეგრაციაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ ანგარიშსწორების სასურველი ენა.
-
შემიძლია თუ არა საკრედიტო/სადებეტო ბარათით გადახდების მიღება PayPal პერსონალური ანგარიშის გამოყენებით?
დიახ, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ აღნიშნული ფუნქციონალის გააქტიურება თქვენს PayPal ანაგრიშის პარამეტრებში. მოცემული ფუნქციონალი წარმოდგენილია მხოლოდ PayPal-ის გადახდის ფორმის გავლით.
- PayPal ანგარიშის ფუნქციონალისათვისl, იხილეთ მოცემული ლინკი.
- Checkout ფუნქციონალისათვის, იხილეთ მოცემული ლინკი.
-
აგზავნის თუ არა PayPal გადახდის შემდეგ იმეილს?
დიახ, PayPal აგზავნის იმეილს PayPal-ის ფორმაზე გადახდის განხორციელებისთანავე. აღნიშნული იმეილი წარმოადგენს გადახდის დადასტურებას ან ქვითარს. მოცემული იმეილები იგზავნება თქვენი ფორმის იმეილ შეტყობინებებისგან დამოუკიდებლად.
-
მომიწევს თუ არა დამატებითი საკომისიოების გადახდა PayPal-ის ინტეგრაციით სარგებლობისას?
არა, თქვენ არ იხდით ტრანზაქციის დამატებით საკომისიოებს თქვენს ფორმებზე PayPal-ით სარგებლობისას. Jotform არ იღებს პროცენტს თქვენს ფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციებიდან. მიუხედავად ამისა, თქვენი მდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მოგიწიოთ PayPal-ის საკომისიოების გადახდა. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გვერდს.
-
არის თუ არა PayPal უსაფრთხო?
PayPal იყენებს მონაცემთა დაშიფრვას და თაღლითობის საწინააღმდეგო ტექნოლოგიას რათა უზრუნველყოს თქვენი მომხმარებლების ინფორმაციის უსაფრთხოება, რაც ამცირებს ონლაინ თაღლითობების რისკებს. დამატებით, ჩვენს პლატფორმაზე შექმნილი ფორმები იყენებენ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. მომხმარებლის მონაცემების დაცულობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ JotForm-ის უსაფრთხოების გვერდს.
-
როგორ დავამატო პროდუქცია PayPal-ის ინტეგრაციაზე?
გახსენით თქვენი PayPal-ის პარამეტრები და დააკლიკეთ ახალი პროდუქტის შექმნის ღილაკს. მიუთითეთ პროდუქციის სახელი, ფასი და პარამეტრები როგორიცაა რაოდენობის ასარჩევი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ პროდუქციის სურათი.
-
როგორ შემიძლია გადახდის მიღება PayPal-ის გავლით?
გახსენით თქვენი PayPal-ის პარამეტრები და დააკლიკეთ ახალი პროდუქტის შექმნის ღილაკს. მიუთითეთ პროდუქციის სახელი, ფასი და პარამეტრები როგორიცაა რაოდენობის ასარჩევი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ პროდუქციის სურათი.
- Paypal პერსონალურის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ გადახდას როგორც კი მომხმარებელი დაასრულებას გადახდის პროცესს PayPal-ის გადახდის გვერდზე.
- Paypal Checkout-ის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ გადახდას როგორც კი მომხმარებელი წინასწარ დაადასტურებს გადახდას ფორმაზე სანამ გააგზავნის მას.
- Paypal ინვოისირების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ გადახდას როდესაც მომხმარებელი გამოაგზავნის ფორმას, მიიღებს ინვოისს და გადაიხდის მას.
-
როგორ მივიღებ PayPal-ის გადახდის ქვითარს?
ქვითარი იგზავნება PayPal-ის მიერ ფორმაზე გადახდის განხორციელებისთანავე.
-
შეუძლია თუ არა PayPal-ს გაყიდვის გადასახადების გამოთვლა?
დიახ, ჩვენს PayPal ინტეგრაციას შეუძლია გამოიანგარიშოს გადასახადები (დღგ). დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მიჰყევით მოცემულ გიდს გაყიდვის გადასახადების დაანგარიშება.
-
როგორ დავამატო ლოგო ჩემს PayPal checkout-ს?
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი გადახდის ლოგო Paypal-ის პარამეტრებიდან. Paypal-ის ინტეგრაციაზე დააკლიკეთ "დამატებით პარამეტრებს" და დაამატეთ თქვენი ლოგო "გადახდის ლოგოს" სექციაზე.
-
როგორ შევცვალო პროდუქციის მიწოდების მეთოდი PayPal-ზე?
როდესაც თქვენ გააქტიურებთ პროდუქციის მიწოდების ფუნქციონალს, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ მიწოდების ღირებულება შეძენილი პროდუქციის რაოდენობის მიხედვით ან აირჩოთ ფიქსირებული სტანდარტული ფასი ყველა პროდუქციისათვის. ამ მომენტისათვის ჩვენ არ გვაქვს მიწოდების სხვა ხელმისაწვდომი მეთოდები, მაგრამ აუცილებლად განვიხილავთ ახალი ფუნქციონალის დამატებას სამომავლოდ.
-
როგორ შევქმნა სარეგისტრაციო ფორმა PayPal-ის გამოყენებით?
დაამატეთ ფორმას Paypal გადახდის ინტეგრაცია, შეიყვანეთ თქვენი ანგარიშის დეტალები და დაამატეთ თქვენი სარეგისტრაციო ელემენტები, მსგავსად პროდუქციისა.
-
როგორ გადავცე რიცხვის ველი PayPal-ს ფასის სახით?
თქვენ უნდა გამოიყენოთ ფორმის გამოთვლების ვიჯეტი და გადასცეთ გამოთვლილი ოდენობა PayPal-ს. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ გადავცე თანხის ოდენობა PayPal-ს.
-
შემიძლია თუ არა პროდუქციის კალათისა და გადახდის გვერდის შექმნა PayPal-ის გამოყენებით?
სამწუხაროდ, ჩვენ ამჟამად ასევე არ გვაქვს აღნიშნული ფუნქციონალი. კლასიკური ფორმების შემთხვევაში პროდუქცია ნაჩვენებია სიის ფორმატში, სადაც ჯამური თანხა ნაჩვენებია კუპონის კოდების, მიწოდებისა და გადასახადების ველებთან ერთად. ბარათის ტიპის ფორმების შემთხვევაში, პროდუქცია ნაჩვენებია მარტივი კალათის სახით, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იხილონ მათ მიერ არჩეული პროდუქცია.
-
შემიძლია თუ არა შეზღუდული ოდენობის პროდუქციის დამატება PayPal-ის გამოყენებით?
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გაქვს აღნიშნული ფუნქციონალი PayPal-თან მიმართებაში. გთხოვთ გახსენით ბილეთი ჩვენს მხარდაჭერის ფორუმზე, რათა დავამატოთ ჩვენს ფუნქციონალის მოთხოვნის სიას. მანამდე კი შეგიძლიათ სცადოთ მოცემული ალტერნატივა: შეზღუდული რაოდენობის პროდუქციის მქონე შეკვეთის ფორმის შექმნა.
-
როგორ დავამატო კუპონები PayPal-ის ინტეგრაციას?
კუპონების დასამატებლად, გთხოვთ მიჰყევით მოცემულ გიდს: როგორ დავამატო კუპონის კოდების გადახდის ფორმას.
-
როგორ დავამატო გადასახადები PayPal-ის ინტეგრაციას?
თუ გსურთ პროდუქციის ღირებულებას დაურთოთ გადასახადები, გთხოვთ მიჰყევით მოცემულ გიდს: PayPal გადახდის ფორმაზე გადასახადების დამატება.
-
რა არის გადახდის მომენტალური შეტყობინება (IPN)?
IPN (გადახდის მომენტალური შეტყობინება) არის POST შეტყობინება რომელიც იგზავნება PayPal-ის მიერ როგორც კი ტრანზაქცია დასრულდება მათ მხარეს. აღნიშნული შეტყობინება მოიცავს ფორმის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ყველა დეტალს. IPN არის მნიშვნელოვანი კომპონენტი რათა თქვენმა გადახდის ფორმებმა მუდმივად გამართულად იმუშაოს.
-
რა არის PayPal-ის არასრული გადახდები?
PayPal-ინტეგრირებული ფორმის თითოეული გამოგზავნილი მონაცემი საწყისად მიიჩნევა როგორც არასრული გადახდის ჩანაწერი. Jotform იყენებს IPN შეტყობინებას რათა განსაზღვროს წარმატებულია თუ არა გაგზავნილი გადახდა. თუ წარმატებულია, ფორმის გამოგზავნილ ჩანაწერს ენიჭება დასრულებულის სტატუსი და სრულდება გაგზავნის შემდგომი მოქმედებები, როგორიცაა მაგალითად იმეილის შეტყობინებების გაგზავნა. თუ გადახდა არ არის წარმატებული, გამოგზავნილ მონაცემებს ენიჭება დაუსრულებელი გადახდის სტატუსი.
-
როგორ შემიძლია გავაგზავნო PayPal-ის ინვოისი JotForm-ის გავლით?
თუ გსურთ თქვენს მომხმარებლებს ან კლიენტებს გაუგზავნოთ მათთვის შედგენილი ინვოისები, ნაცვლად თანხის მომენტალურად ჩამოჭრისა, Jotform ამისათვის გთავაზობთ სპეციალურ ინტეგრაციას. თუ გსურთ ავტომატურად გაუგზავნოთ PayPal ინვოისი, როდესაც ვინმე გამოაგზავნის შეკვეთას თქვენი ონლაინ ფორმის გავლით, თქვენ უნდა ისარგებლოთ PayPal ინვოისირების ინტეგრაციით. დამატებით ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ გავაგზავნო PayPal ინვოისი
-
რა არის ახალი PayPal-ის მომხმარებლებისათვის?
PayPal კომერციის პლატფორმა არის მძლავრი PayPal გადაწყვეტილება რომელიც საშუალებას გაძლევთ მოარგოთ და აკონტროლოთ მომხმარებლის გამოცდილება, მიიღოთ ყველა მსხვილი გადახდის მეთოდები და შეუფერხებლად მიიღოთ ახალი გამყიდველები თქვენს პლატფორმაზე. ის იღებს მრავალი სახის გადახდის მეთოდს, მათ შორის PayPal, PayPal კრედიტი, Venmo, საკრედიტო და სადებეტო ბარათები და მრავალი სხვა. გადახდის სხვა მეთოდები გამოჩნდება მომხმარებლის ქვეყნის ან რეგიონის შესაბამისად, რაც მათ სთავაზობს გადახდის უფრო მეტ საშუალებას!
-
დამჭირდება თუ არა PayPal კომერციის პლატფორმით სარგებლობისათვის ბიზნეს ანგარიში?
დიახ. PayPal კომერციის პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად აქციოთ თქვენი პერსონალური PayPal ანგარიში ბიზნეს ანგარიშად.
-
რა განსხვავებაა PayPal Pro-სა და კომერციის პლატფორმას შორის?
PayPal Pro-სგან განსხვავებით, PayPal კომერციის პლატფორმა არ გახდევინებთ ყოველთვიურ საკომისიოებს. ის ასევე ტოვებს მომხმარებლებს თქვენს ვებსაიტზე გადახდის სრული პროცესის განმავლობაში და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გადახდები 25 ვალუტაში 202 ქვეყნიდან. ის იღებს ყველა მსხვილ სადებეტო და საკრედიტო ბარათებს, ასევე Venmo-ს და რამოდენიმე სხვა ალტერნატიული გადახდის მეთოდებს - სთავაზობს თქვენს მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტ საშუალებას. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ PayPal-ის შედარების ცხრილს.
-
როგორ შემიძლია PayPal კომერციის პლატფორმასთან ინტეგრირება?
თქვენი გადახდის ფორმის PayPal კომერციის პლატფორმასთან ინტეგრირებისათვის გახსენით ფორმის ელემენტების მენიუ და გადახდების ჩამონათვალზე აირჩიეთ PayPal. დააკავშირეთ თქვენი PayPal ანგარიში JotForm-ს, აირჩიეთ თქვენი გადახდის მეთოდები და დაამატეთ თქვენი პროდუქცია და ფასები სანამ ჩასვამთ ფორმას თქვენს ვებსაიტზე. ახლა თქვენ შეგიძლიათ შეუფერხებლად დაამუშაოთ საკრედიტო ბარათით გადახდები ან PayPal გადახდები პირდაპირ თქვენი ფორმის გავლით!
-
არის თუ არა PayPal კომერციის პლატფორმის ინტეგრაცია უსაფრთხო.
PayPal არის მსოფლიო მასშტაბით სანდო გადახდის სისტემა რომელიც იცავს მონაცემებს PCI შესაბამისობით, PSD2 პლატფორმით (EU და EEA), შემდეგი თაობის თაღლითობისგან დაცვის ხელსაწყოებით და მრავალი სხვა. როდესაც აღნიშნული პლატფორმა უკავშირდება JotForm-ის CCPA, GDPR და PCI შესაბამის პლატფორმას, თქვენი გადახდები მუდმივად მუშავდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
-
შემიძლია თუ არა ჩემს ფორმაზე საკრედიტო ბარათის ველების მორგება?
დიახ. Jotform-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით თქვენ არამარტო შეგიძლიათ შეცვალოთ ფორმის საერთო დიზაინი, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ PayPal კომერციის პლატფორმა რათა სრულიად მოარგოთ საკრედიტო ბარათის ველები თქვენს ბრენდინგს.
-
რა ალტენატიულ მეთოდებს გვთავაზობს PayPal კომერციის პლატფორმა?
საკრედიტო ბარათისა და PayPal გადახდების გარდა, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ალტერნატიული გადახდის მეთოდები გადახდის ჭკვიანი ღილაკების გავლით. ალტერნატიული გადახდის მეთოდები ავტომატურად გამოჩნდება ფორმაზე მომხმარებლის მდებარეობის შესაბამისად - არჩევის შემთხვევაში, მომხმარებლები მომენტალურად გადავლენ ალტერნატიული გადახდის პროვაიდერზე რათა დაასრულონ ტრანზაქცია.
-
შესაძლებელია თუ არა ნაწილობრივი შენატანით გადახდა PayPal-ით სარგებლობისას?
დიახ. ამჟამად ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებულ შტატებში, PayPal-ის 4 ნაწილად გადახდის ფუნქციონალი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ შესყიდვა და გადაიხადონ საფასური ოთხი უპროცენტო ნაწილობრივი შენატანის სახით. მერჩანტი მიიღებს თანხის სრულ ოდენობას მომენტალურად.
-
როგორ დავაყენო PayPal 4 ნაწილად გადახდა?
როგორც კი მორჩებით თქვენს ონლაინ გადახდის ფორმაზე მუშაობას, დააკავშირეთ ის ჩვენს PayPal ბიზნესის ინტეგრაციას და დაამატეთ თქვენი პროდუქცია და ფასები. როგორც კი გამოაქვეყნებთ ფორმას თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარებთ ლინკის გამოყენებით, მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ 4 ნაწილად გადახდის ვარიანტი და დაფარონ შეძენილი პროდუქციის ღირებულება ოთხი ნაწილობრივი შენატანის სახით.
-
როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს PayPal 4 ნაწილად გადახდის ფუნქციონალით სარგებლობა?
ეს ისეთივე მარტივია როგორც 1-2-3! როგორც კი შექმნით თქვენს PayPal 4 ნაწილად გადახდის ფორმას, მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიხადონ PayPal-ის გამოყენებით, აირჩიონ მოგვიანებით გადახდა, და დააკლიკონ 4 ნაწილად გადახდას. ამის შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ დაასრულონ თავიანთი გადახდა პირველი გადახდის განხორციელებით. მათ შეეძლებათ გადაიხადონ დარჩენილი ნაწილი სამი ავტომატური გადახდის სახით — ყოველ ორ კვირაში ერთხელ.
-
რა სახის "იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით" არჩევანს სთავაზობს PayPal მომხმარებლებს?
4 ნაწილად გადახდის ფუნქციონალის გარდა — რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ შეძენილი პროდუქციის ღირებულება თხი უპროცენტო ნაწილობრივი შენატანის სახით — PayPal ასევე გთავაზობთ PayPal კრედიტს - შეთანხმება განახლებადი კრედიტის შესახებ, რომლის გამოყენებითაც მყიდველებს შეუძლიათ გადაიხადონ ღირებულება დროის გარკევულ პერიოდში. ორივე ვარიანტი დაგეხმარებათ შესთავაზოთ მომხმარებლებს გადახდის მოქნილობა - საშუალება მისცეთ იყიდონ სასურველი პროდუქცია და გადაიხადონ ღირებულება დროის სასურველ პერიოდში.
PayPal ხშირად დასმული კითხვები
გაქვთ კითხვები PayPal-ის შესახებ? მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე მომენტალურად. აღმოაჩინეთ გადახდის სხვადასხვა ტიპები, ტრანზაქციის საკომისიოები და მრავალი სხვა.