ტელემედიცინის ხელსაწყოების ნაკრები
თქვენ ყოველთვის მზად გაქვთ თქვენი სამედიცინო ხელსაწყოები, რათა დაეხმაროთ თქვენს პაციენტებს - მაგრამ რას იტყვთ თქვენი ტელემედიცინის ხელსაწყოების შესახებ? JotForm-ის HIPAA-შესაბამისი ტელემედიცინის პლატფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ონლაინ სამედიცინო ფორმები რომლებიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოებას.
ელექტრონული ხელმოწერის ველი
მიიღეთ პაციენტის ხელმოწერები
შეაგროვეთ ელექტრონული ხელმოწერები და მიიღეთ ინფორმირებული თანხმობა პირდაპირ თქვენი HIPAA შესაბამისი ჯანდაცვის ფორმების გავლით. დაამატეთ ელექტრონული ხელმოწერის ველი თქვენს სამედიცინო თანხმობის ფორმებს ან გამოიყენეთ ხელმოწერის სასურველი ვიჯეტები, მათ შორის DocuSign და Adobe Sign. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Jotform ხელმოწერა — ჩვენი ელექტრონული ხელმოწერის გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ სამართლებრივი ძალის მქონე ხელმოწერები. პაციენტებს შეეძლებათ მოაწერონ ფორმას ხელი ელექტრონულად ნებისმიერი მოწყობილობით.

ვიზიტის დაჯავშნის ველი
დაგეგმეთ ვიზიტები
პაციენტებს შეუძლიათ მარტივად დაჯავშნონ ვიზიტები ონლაინ, შეხვედრის ველზე სასურველი თარიღისა და დროის არჩევით. დააკავშირეთ თქვენი სამედიცინო ფორმა Google კალენდარს რათა მომენტალურად აქციოთ გამოგზავნილი მოთხოვნები ღონისძიებებად.
ფაილის ატვირთვის ველი
მიიღეთ ატვირთული ფაილები
საშუალება მიეცით პაციენტებს ატვირთონ ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები და მრავალი სხვა ფაილის ატვირთვის ველის გამოყენებით და გააუმჯობესეთ კომუნიკაცია. პაციენტებს მარტივად ატვირთონ 1GB-მდე ფაილები თავიანთი კომპიუტერიდან, რაც მკვეთრად ამარტივებს პაციენტის მონაცემების და ფაილების ერთდროულ შეგროვებას.
გადახდის ინტეგრაცია
მიიღეთ ონლაინ გადახდები
საშუალება მიეცით პაციენტებს გადაიხადონ პირდაპირ თქვენი ფორმების გავლით. შეუფერხებელი გადახდების უზრუნველსაყოფად, Jotform გთავაზობთ 40+ სანდო გადახდის სისტემას, მათ შორის Square, PayPal, Stripe, Authorize.Net, და eCheck.Net. გაგზავნილი გადახდები დაცულია JotForm-ის PCI და GDPR შესაბამისობით, ასე რომ პაციენტთა საბარათე ინფორმაცია სანდო ხელშია.
პირობითი ლოგიკა
დაამატეთ პირობითი ლოგიცა
თქვენი HIPAA-შესაბამისი პლატფორმის პაციენტებისათვის უფრო მეტად გასამარტივებლად, დაურთეთ სასურველი პირობითი ლოგიკა ან ჩვენი უფასო ფორმის გამოთვლების ვიჯეტი, რათა ავტომატურად დაიანგარიშოთ საფასური. ეს შეუქმნის მომხმარებლებს ფორმების შევსების პერსონალიზირებულ გამოცდილებას და დაგიზოგავთ დროს.
სურათზე ხატვის ვიჯეტი
სურათებზე ხატვა უფრო მარტივი დიაგნოზისათვის
შეაფასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა დისტანციურად ჩვენი სურათზე ხატვის ვიჯეტის გამოყენებით. როდესაც დაამატებთ ადამიანის სხეულის დიაგრამას თქვენს ფორმას, პაციენტებს შეუძლიათ მონიშნონ თუ ზუსტად სად განიცდიან ტკივილს ან დისკომფორტს - რათა დაგეხმაროთ სწრაფად გაიგოთ მათი ჯანმრთელობის პრობლემები. და ვინაიდან ექიმებს და ექთნებს ასევე შეუძლიათ აღნიშნული ვიჯეტის გამოყენება, ეს არის საკმაოდ დიდებული ხელსაწყო სამედიცინო პროფესიონალებისათვის.
აპლიკაციები და ინტეგრაციები
დაუკავშირდით 100+ აპლიკაციას
დარჩით კონტაქტში ჯანდაცვის ხელსაწყოებთან, რომელთაც უკვე დიდი ხანია იყენებთ. Jotform გთავაზობთ სხვა HIPAA-შესაბამის პროგრამებთან მძლავრ ინტეგრაციებს, როგორიცაა Google Drive, Google Sheets, და Dropbox.
JOTFORM მობილური აპლიკაცია
უმკურნალეთ პაციენტებს ნებისმიერი მოწყობილობიდან
თქვენი სამედიცინო ხელსაწყოების ნაკრები ვერ იქნება სრულყოფილი ჩვენი უფასო მობილური აპლიკაციის, Jotform მობილური ფორმების გარეშე, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ, გააზიაროთ და შეავსოთ ფორმები და იხილოთ მონაცემები ნებისმიერი ადგილიდან. შეაგროვეთ პაციენტის დეტალური ინფორმაცია მობილური ფორმის მძლავრი ველებით, როგორიცაა ხმის ჩამწერი, სუართზე ხატვა და მრავალი სხვა. თქვენ შეძლებთ ფორმების გუნდის წევრებისთვის მიმაგრებას და მონაცემების შეგროვებას თუნდაც ინტერნეტ კავშირის გარეშე.
JOTFORM PDF რედაქტორი
შექმენით პაროლით დაცული PDF-ები
გამოიყენეთ პაროლით დაცული PDF-ები და ისარგებლეთ უსაფრთხოების დამატებითი დონით. თუ თქვენ გსურთ გაუგზავნოთ ჯანმრთელობის რეპორტების ან ვიზიტის მოკლე შეჯამების ასლი თქვენ პაციენტებს, ჩვენ უზრუნველვყობთ მათ უსაფრთხოებას წვდომისათვის პაროლის მოთხოვნით. მარტივად დააყენეთ ავტომოპასუხე იმეილი, აირჩიეთ თქვენი პაროლი და გაუზიარეთ თქვენს პაციენტებს რათა საშუალება მისცეთ იხილონ თავიანთი დოკუმენტები.
მზა შაბლონები
550+ ჯანდაცვის უფასო ფორმა და PDF შაბლონი
არ გაქვთ დრო ნოლიდან შექმნათ ჯანდაცვის ფორმა? იხილეთ ჩვენი სრულიად უფასო ინფორმირებული თანხმობის, ვიზიტის დაჯავშნის, პაციენტის მიღების, აპლიკაციის ფორმები, გამოკითხვები და მრავალი სხვა.


Get professional solutions with Jotform Enterprise
Discover how Jotform Enterprise can benefit your organization. Automate, collaborate, and scale with ease.