თქვენმა ფორმამ მიიღო მრავალი გამოხმაურება და თქვენ გჭირდებათ ცენტრალური ადგილი სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ყველა გამოგზავნილი ინფორმაცია, დაარედაქტირო ისინი, უპასუხო მათ იმეილების გაგზავნით, დაბეჭდო ისინი, მონიშნო მოგვიანებით წასაკითხად – წაშალო ისინი, გადმოწერო excel და CSV ფაილის სახით რეპორტინგის სხვა მრავალ ფუნქციონალთან ერთად.
თქვენი ფორმის გამოგზავნილი მონაცემების სანახვად, მიჰყევით მოცემულ ეტაპებს:
- გადადით ჩემი ფორმების გვერდზე და აირჩიეთ ფორმა რომლის მონაცემების ნახვაც გსურთ.
- დააკლიკეთ ზედა პანელზე მოცემულ გამოგზავნების ღილაკს.
- მოხდება თქვენი გადამისამართება Jotform ცხრილებზე, სადაც მოცემულია ფორმის ყველა მონაცემი.
თითოეული გამოხმაურების მარცხნივ მოცემულ სამ ვერტიკალურ წერტილზე დაკლიკებით, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სასარგებლო ხელსაწყოები.
გამოგზავნილი მონაცემების დასაბეჭდად, დააკლიკეთ სრულად ნახვას და შემდეგ აირჩიეთ დაბეჭვდის ღილაკი.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკლიკოთ ღილაკს დამატებითი რათა იხილოთ აღნიშნული პარამეტრები.
ყველა სხვა მძლავრი ფუნქციონალის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მოცემულ ლინკს.
როგორ ვნახო ფორმის გამოგზავნებიძველ ვერსიაზე
თუ იყენებთ ფორმის გამოგზავნების ძველ ვერსიას, დეტალები დასურათებულია მოცემულ სურათზე:
თუ გაინტერესებთ კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ფორმის მონაცემებით, აუცილებლად ეწვიეთ მოცემულ გიდს: მართეთ თქვენი ფორმის მონაცემები.
გაგვიზიარეთ გამოგზავნილი მონაცემების მართვის თქვენი გამოცდილება კომენტარის სახით ქვემოთ, ჩვენ მოხარული ვიქნებით გავიგოთ თქვენი მოსაზრებები.
კომენტარის გაგზავნა: