Jotform Enterprise საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ ფორმები თქვენი გამოყოფილი სერვერის ფარგლებში:
››› ინდივიდუალურ ფორმებზე წვდომის გაზიარება
››› კონკრეტულ საქაღალდეზე წვდომის გაზიარება
››› ფორმის მფლობელობის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემა
სერვერზე არსებული ყველა ფორმის მართვა შესაძლებელია სერვერის ადმინისტრატორის მიერ, მაგრამ მოცემულ გიდში ჩვენ განვიხილავთ გაზიარების ვარიანტებს რომელიც ხელმისაწვდომია სერვერის ყველა მომხმარებლისათვის.
როგორ გავაზიარო წვდომა ინდივიდუალურ ფორმებზე
თუ თქვენი მიზანია ინდივიდუალური ფორმების გაზიარება, ქვემოთ მოცემული ნაბიჯები დაგეხმარებათ.
ნაბიჯი 1 გადადით ანგარიშის პარამეტრების გვერდზე
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-1](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/106238_n64o5.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
ნაბიჯი 2 შემდეგ გაზიარების ჩანართზე დააკლიკეთ სხვა მომხმარებელთან გაზიარების ღილაკს
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-2](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/106239_vczwp.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
ნაბიჯი 3 შეიყვანეთ იმ მომხმარებლის იმეილის მისამართი ვისთვისაც გსურთ ფორმის გაზიარება
ნაბიჯი 4 აირჩიეთ გაზიარების ვარიანტი. აქ თქვენ დაგჭირდებათ გადაწყვიტოთ გსურთ თქვენი ყველა ფორმის გაზიარება თუ კონკრეტული მათგანის
როდესაც აირჩევთ ‘ჩემი ფორმებიდან არჩევის’ ვარიანტს, თქვენ იხილავთ წვდომის ნებართვების ასარჩევ ცხრილს:
››› გამოგზავნების ნახვა საშუალებას აძლევს მომხმარებელს იხილოს და დაარედაქტიროს ფორმის გამოგზავნილი მონაცემები
››› ფორმის რედაქტირება ანიჭებს მომხმარებელს ფორმის მშენებელზე წვდომას, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს/წაშალოს/შექმნას ფორმის ველები ან შეცვალოს პარამეტრები.
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-3](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/106240_mhq4f.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
ნაბიჯი 5 მას შემდეგ რაც აირჩევთ სასურველ ფორმებს და დააყენებთ გაზიარების პარამეტრებს, გთხოვთ დაასრულეთ გაზიარების პროცესი გაზიარების მწვანე ღილაკზე დაჭერით და მორჩა. თითოეული ასეთი მომხმარებელი გამოჩნდება თქვენი გაზიარების სიაში, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ:
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-4](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/106241_o1x3x.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
აღნიშნული მომხმარებელი მიიღებს მოწვევას რათა მართოს თქვენი ფორმები:
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-5](https://jotform.claystructures.co/blog/wp-content/uploads/2021/10/106240_mhq4f-1.png)
ამის შემდეგ, მოცემულ მომხმარებელს შეუძლია იხილოს გაზიარებული ფორმები ჩემი ფორმების გვერდზე, მარცხენა პანელზე მოცემული თქვენთან გაზიარებული ფორმების სექციიდან:
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-6](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/106237_nqkk4.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
როგორ გავაზიარო Enterprise სერვერის საქაღალდეზე წვდომა
თუ უპირატესობას ანიჭებთ ფორმების ორგანიზებული სახით შენახვას, თქვენთვის უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება კონკრეტულ საქაღალდეებზე წვდომის გაზიარება
ქვემოთ მოცემული ეტაპები დაგეხმარებათ სწრაფად გააზიაროთ სასურველ საქაღალდეებზე წვდომა
პირველ რიგში, გთხოვთ აირჩიეთ საქაღალდე რომლის გაზიარებაც გსურთ და დააკლიკეთ მისი სახელის გვერდით მოცემულ ისრის ხატულას. შემდეგ ჩამოსაშლელ მენიუზე აირჩიეთ ‘საქაღალდეს გაზიარება‘:
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-7](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/99291_Form%20Builder%20%7C%20Enterprise%20Demo%202020-01-27%204%20PM-16-59.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
მოხდება თქვენი ანგარიშის პარამეტრების ‘გაზიარების‘ გვერდზე გადამისამართება. თქვენ მიერ არჩეული საქაღალდე იქნება ავტომატურად მონიშნული, ასე რომ გაზიარების პროცესის დასასრულებლად გჭირდებათ მხოლოდ მომხმარებლის იმეილის მისამართის შეყვანა და ფორმების ჩამონათვალის ქვემოთ მოცემულ გაზიარების მწვანე ღილაკზე დაჭერა:
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-8](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/99293_Monosnap%202020-01-27%204%20PM-27-44.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
როგორც კი მორჩებით, მომხმარებელი იხილავს გაზიარებულ საქაღალდეს თქვენთან გაზიარებული ფორმების სექციის ქვემოთ
როგორ გადავიტანო ფორმები და მონაცემები Enterprise სერვერის სხვა ანგარიშზე
Jotform Enterprise-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ფორმის მფლობელობის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემა . მიჰყევით მოცემულ ეტაპებს:
პირველ რიგში დარწმუნდით რომ სხვა ანგარიში (სამიზნე ანგარიში) უზიარებს წვდომას თქვენს ანგარიშს (საწყისი ანგარიში). სრულიად საკმარისი იქნება თ მომხმარებელი შექმნის ცარიელს საქაღალდეს და გაგიზიარებთ მას
ამის შემდეგ, თქვენ იხილავთ გაზიარებულ საქაღალდეს ჩემი ფორმების გვერდის მარცხენა პანელზე. გაზიარებულ საქაღალდეს ექნება იმ ანგარიშის მომხმარებლის სახელი, რომელიც გიზიარებთ მას
ფორმის სხვა მომხმარებლის ანგარიშზე გადასატანად, მარტივად აიღეთ სასურველი ფორმა და ჩააგდეთ ის გაზიარებულ საქაღალდეში
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-9](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/99285_Form%20Builder%20%7C%20Enterprise%20Demo%202020-01-27%2011%20AM-50-46.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
ამის შემდეგ, მარტივად დაადასტურეთ ფორმის მფლობელობის ცვლილება და მორჩა. ამის შემდეგ, ფორმა და მისი მონაცემები ეკუთვნის აღნიშნულ ანგარიშს.
![როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე Image-10](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/99286_Form%20Builder%20%7C%20Enterprise%20Demo%202020-01-27%2011%20AM-52-36.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
კომენტარის გაგზავნა: