არ ხართ დარწმუნებული თუ როგორ მუშაობს თქვენი ანგარიშის ლიმიტები? არაუშავს, მოცემული გიდი დაგეხმარებათ დააზუსტოთ ყველა დეტალი. ჩვენ დაგეხმარებით დაწვრილებით გაიგოთ თუ როგორ მოქმედებს თქვენი ანგარიშის განსხვავებული ლიმიტები თქვენი გამოწერისა თუ სატარიფო პაკეტის შესაბამისად.
პირველ რიგში, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ფასების გვერდს რათა იხილოთ თითოეული სტარიფო გეგმის ლიმიტების სწრაფი მიმოხილვა.
როდესაც შეხვალთ თქვენს Jotform ანგარიშში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ანგარიშის მიმდინარე მოხმარება გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულ ავატარზე დაკლიკებით. ან უბრალოდ თქვენი ანგარიშის გამოყენების გვერდზე გადასვლით.
მოცემულ გიდში თითოეული ლიმიტის განსასაზღვრად ჩვენ გამოვიყენებთ “უფასო” პაკეტის/ტიპის მქონე ანგარიშს. პირველ რიგში ჩვენ უნდა განვმარტოთ თუ რას ნიშნავს გამოგზავნა. როდესაც ვინმე შეავსებს და წარმატებით გააგზავნის თქვენს ფორმას, JotForm-ში ეს ითვლება ფორმის ერთ გამოგზავნად.ქვემოთ მოცემულია თითოეული ლიმიტის განმარტება:
მიღებული გამოგზავნები (ყოველთვიური)
ეს არის გამოგზავნების რაოდენობა რომლის მიღებაც შეგიძლიათ ყოველთვიურად. მოცემული ფარავს კალენდალურ თარიღს რაც ნიშნავს ყოველი თვის პირველი დღიდან ბოლო დღემდე.
გადახდის გამოგზავნები (ყოველთვიური)
ეს არის გადახდის ინტეგრაციის მქონე გამოგზავნების რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მოცემული გიდი როგორ შევქმნა გადახდის/შეკვეთის ფორმა. ასე რომ, მაგალითად, ჩვენ გვაქვს PayPal-ის გადახდის ინტეგრაცია ონლაინ ფორმაზე, თუ მომხმარებელი შეავსებს ფორმას, გამოაგზავნის მას და წარმატებით დაასრულებს გადახდას, ეს ჩაითვლება როგორც ერთი გადახდის გამოგზავნა.
ფორმის ნახვები (ყოველთვიური)
ეს არის რაოდენობა თუ რამდენჯერ არის შესაძლებელი თქვენი ფორმის ნახვა. ჩვენ გვაქვს ცალკეული გიდი რომელიც განიხილავს უფრო მეტ დეტალს ამის შესახებ, ასე რომ შეამოწმეთ მოცემული ლინკი.
ფორმები (ჯამური რაოდენობა):
ეს არის ფორმების რაოდენობა რომლის შექმნაც შეგიძლიათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააქტიუროთ და გამორთოთ ფორმები რათა აირჩიოთ თუ რომელი მათგანი იქნება აქტიური.
ატვირთვის სივრცე (ჯამური რაოდენობა)
ეს ლიმიტი ეხება ფაილის ატვირთვის ველის მქონე ფორმებს. ფორმის გამოგზავნებს შეიძლება ჰქონდეს თანდართული ფაილები და მოცემული ფაილები დაიკავებს აღნიშნულ “ატვირთვის სივრცის” ლიმიტს. გაითვალისწინეთ რომ ეს არის სტატიკური, ფიქსირებული ლიმიტი. თუ თქვენ გსურთ ატვირთვის სივრცის გათავისუფლება, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ფორმის გამოგზავნები რომელთაც აქვთ ატვირთული ფაილები, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ გამოგზავნილი მონაცემების წაშლა არის შეუქცევადი და საბოლოოდ წაშლის მონაცემებს ჩვენი სერვერებიდან.
გაგზავნების მოცულობა (ჯამური რაოდენობა)
ეს არის გამოგზავნების საერთო რაოდენობა რომლის შენახვაც შეგიძლიათ თქვენს ანგარიშზე, ეს განსხვავდება პირველი მათგანიდან რომელიც არის ყოველთვიური ლიმიტი. მაგალითად, “უფასო” პაკეტით სარგებლობისას, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ფორმის მხოლოდ 500 გამოგზავნა. ეს 500 არის ფორმის ყველაზე ბოლოს მიღებული გამოგზავნები. თუ თქვენ გადააჭარბეთ აღნიშნულ ლიმიტს, ყველაზე ძველი გამოგზავნილი მონაცემი წაიშლება რათა გამოთავისუფლდეს სივრცე ახალი გამოგზავნების მისაღებად.
შენიშნვა: “ყოველთვიური” ტიპის ლიმიტები ავტომატურად განულდება ყოველი თვის პირველ რიცხვში. თქვენ ყოველთვის გააუმჯობესოთ თქვენი სატარიფო გეგმა და გადახვიდეთ სხვადასხვა პაკეტზე თქვენი მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად.
ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი ლიმიტი რომელიც აქ არ არის მოცემული, ეს არის API-ს დღიური ლიმიტები. ეს არის მეტწილად დამატებით ფუნქციონალთან დაკავშირებული ლიმიტი და ძირითადად დაკავშირებულია ინტეგრაციებთან და ვიჯეტებთან.
როდესაც თქვენ მიაღწევთ თქვენი ანგარიშის რომელიმე ლიმიტს, თქვენ მიიღებთ იმეილს ამის შესახებ.
ყოველთვიური ლიმიტები
როდესაც მიაღწევთ თქვენს ყოველთვიურ ლიმიტებს, თქვენ მიიღებთ ქვემოთ მოცემულის მსგავს იმეილს:
მიღებული გამოგზავნები
გადახდის გამოგზავნები
ფორმის ნახვები
ფიქსირებული ლიმიტები
ატვირთვის სივრცისა და გაგზავნების მოცულობის ლიმიტი არის ფიქსირებული. არ ხდება მათი ყოველთვიური განულება. აღნიშნული ლიმიტის სივრცის გამოსათავისუფლებლად, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ გამოგზავნილი ინფორმაცია. API-ს ყოველდღიური ლიმიტის განულება ხდება ყოველდღიურად, მაგრამ თქვენ ასევე მიიღებთ იმეილს თუ გადააჭარბებთ თქვენს ლიმიტს.
იმეილები გამოგეგზავნებათ აღნიშნული ლიმიტების შესახებ და რა ნაბიჯებით შეგიძლიათ მისი მოგვარება.
გაგზავნების მოცულობა
ატვირთვის სივრცის ლიმიტი
ერთზე მეტი მიმღები
იმეილისათვის მრავალი მიმღების დასამატებლად, ანგარიში უნდა სარგებლობდეს ფასიანი პაკეტით (ბრინჯაოს ან უფრო მაღალი).
გაფრთხილების შეტყობინებები
როდესაც მიაღწევთ მოცემულ ლიმიტებს თქვენს ანგარიშზე, დაიგეგმება თქვენი ფორმების გამორთვა:
- მიღებული გამოგზავნები (ყოველთვიური)
- გადახდის გამოგზავნები (ყოველთვიური)
- ფორმის ნახვები (ყოველთვიური)
- ატვირთვის სივრცის ლიმიტი (ფიქსირებული)
თქვენი ფორმმები ასევე აჩვენებს შეტყობინებას “ფორმა აჭარბებს ლიმიტებს”.
გაგზავნების მოცულობის ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენი ფორმები კვლავ გააგრძელებენ მონაცემების მიღებას მაგრამ ყველაზე ადრე მიღებული მონაცემი წაიშლება ახალი მონაცემების მისაღებად განკუთვნილი ადგილის გასათავისუფლებლად. თუ თქვენ მიაღწევთ აქტიური ფორმების ჯამური რაოდენობის ლიმიტს, თქვენ აღარ შეგეძლებათ შექმნათ ახალი ფორმა ან გახადოთ არააქტიური ფორმა აქტიური. API-ს დღიური ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში API-ს გამოძახება იქნება წარუმატებელი.
თქვენ ასევე უნდა მიიღოთ გაფრხილების შეტყობინება როდესაც შეხვალთ თქვენს Jotform ანგარიშში, მსგავსი მოცემულისა:
შენიშნვა: შესაძლებელია რომ გაფრთხილების იმეილები აღმოჩნდეს თქვენი იმეილის სპამ საქაღალდეში, ასე რომ გირჩევთ შეამოწმოთ ყოველი შემთხვევისათვის. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მისამართები noreply@jotform.com და noreply@formresponse.com თქვენი იმეილის კონტაქტების სიას.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა, გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან ეწვიეთ ჩვენი ფორუმის გვერდს.
კომენტარის გაგზავნა: