Jotform-ის გამოყენებით თქვენი საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება საკმაოდ სწრაფი და მარტივია.
შენიშნვა: დაწყებამდე დარწმუნდით რომ თქვენს Facebook გვერდს ჰყავს სულ მცირე 2000 ფანი მაინც. Facebook-ის წესების მიხედვით: “გვერდის ჩანარჩების ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მხოლოდ გვერდებისათვის რომელთაც ჰყავთ 2000 ან მეტი ფანი ან ხდება მართვა თეთრ სიაში არსებული აპლიკაციების მიერ”.
დარეგისტრირდით Jotform-ზე რათა შეძლოთ ფორმების თქვენს Facebook გვერდზე დამატება.
მას შემდეგ რაც შექმნით სასურველ ფორმას ფორმის მშენებლის გამოყენებით, მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს:
1. დააკლიკეთ ზედა მენიუზე მოცემულ გამოქვეყნებას.
2. დააკლიკეთ მარცხენა პანელზე მოცემულ პლატფორმებს.
3. აირჩიეთ Facebook.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-1](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-001.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
4. დააკლიკეთ Jotform-ის ჩანართის დამატების ღილაკს.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-2](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-003.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
5. გამოჩნდება პოპ-აპ ფანჯარა და მოგიწევთ თქვენს Facebook ანგარიშში შესვლა.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-3](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-006.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
6. თქვენს Facebook-ში შესვლის შემდეგ, გამოჩნდება გვერდის ჩანართის დამატების ფანჯარა, და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ სასურველი Facebook გვერდი რომლისთვისაც გსურთ თქვენი ფორმის დამატება. გვერდის არჩევის შემდეგ, დააკლიკეთ გვერდის ჩანართის დამატების ღილაკს.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-4](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-005.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
7. მას შემდეგ რაც წარმატებით დაამატებთ თქვენს ფორმას თქვენს Facebook გვერდს, გამოჩნდება თქვენს გვერდზე გადასვლის ლინკი. ჩანართზე წვდომის მისაღებად დააკლიკეთ ლინკს.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-5](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-007.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
8. თქვენს Facebook გვერდზე, თქვენ იხილავთ ჩანართს დაგვიკავშირდით. დააჭირეთ რათა იხილოთ თქვენი ფორმა.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-6](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-014.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
როგორ შევცალო ჩანართის სათაური
ა. თქვენს Facebook გვერდზე, დააკლიკეთ პარამეტრებს ზედა მარჯვენა კუთხეში.
ბ. დააკლიკეთ შაბლონები და ჩანართები.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-7](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-015.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
გ. ჩასქროლეთ ქვედა ნაწილში და დააკლიკეთ პარამეტრებს რომელიც მოცემულია დაკავშირების ჩანართის ქვემოთ.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-8](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-017.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
დ. დააკლიკეთ პარამეტრების რედაქტირების ლინკს:
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-9](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-018.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
ე. შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი სახელი. დააკლიკეთ შენახვის ღილაკს. გასასვლელად დააჭირეთ Okay-ს.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-10](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-019.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
როგორ შევცვალო ფორმა ჩემს Facebook გვერდზე
თუ თქვენ გსურთ ფორმის შეცვლა, თქვენ ეს შეგიძლიათ გვერდის ჩანართის/აპლიკაციის გვერდიდან. თუ თქვენ შესული ხართ თქვენს ანგარიშში, თქვენ იხილავთ კბილანას (პარამეტრების) ხატულას მარცხენა მხარეს. უბრალოდ დააკლიკეთ და აირჩიეთ სასურველი ფორმა სიიდან.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-11](https://shots.jotform.com/welvin/shots/06-07-2014-vk5e2txggp.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
როგორ წავშალო ფორმა Facebook გვერდიდან
1. გადადით თქვენს Facebook გვერდზე.
2. დააკლიკეთ პარამეტრებს, შემდეგ შაბლონებს და ჩანართებს.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-7](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-015.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
3. მოძებნეთ ჩანართი დაგვიკავშირდით და გამორთეთის, შემდეგ დააკლიკეთ შენახვის ღილაკს რათა შეინახოთ ცვლილებები.
![საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-13](https://shots.jotform.com/welvin/shots/2020-01-13-020.png?1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449&v=1.0.449)
მნიშვნელოვანია: Facebook ჩანართები არ მუშაობს მობილურებში. Facebook-ს ჯერ არ დაუნერგავს აღნიშნული ფუნქციონალი. ის იმუშავებს იდეალურად თუ თქვენ ეწვევით გვერდს დესკტოპ მოწყობილობის გამოყენებით.
მოცემულ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ დისკუსია Facebook-ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოზიციის შესახებ.
ესეც ასე! თუ გაქვთ რაიმე კითხხვა მოცემულ გიდთან დაკავშირებით ან გაქვთ რაიმე პრობლემა როდესაც ამატებთ Jotform-ს თქვენს Facebook გვერდს, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან დაგვიკავშირდით მხარდაჭერის ფორუმის გამოყენებით.
არ დაგიწყიათ თქვენი ფორმის შექმნა? ეწვიეთ ჩვენს საკონტაქტო ფორმის გენერატორის გვერდს.
კომენტარის გაგზავნა: