IPN (გადახდის მომენტალური შეტყობინება) არის POST შეტყობინება რომელიც იგზავნება PayPal-ის მიერ (სტანდარტული მერჩანტის ანგარიშებისათვის) როდესაც ტრანზაქცია სრულდება თავიანთ მხარეს. აღნიშნული შეტყობინება შეიცავს ფორმის მომხმარებლის მიერ შესრულებული ტრანზაქციის ყველა მონაცემს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ არასრული გადახდების ხდკ.
როგორ დავაყენო PayPal IPN პარამეტრები?
1. შედით თქვენს PayPal ანგარიშში
2. გადადით თქვენი ანგარიშის პარამეტრების გვერდზე:
- ანგარიშის პარამეტრების გვერდზე, დააკლიკეთ ვებსაიტის გადახდებს რომელიც მოცემულია პროდუქტებისა და სერვისების ჩანართის ქვემოთ.
- დააკლიკეთ განახლების ლინკს, რომელიც მოცემულია გადახდის მომენტალური შეტყობინებების პარამეტრის ქვემოთ.
- დააკლიკეთ IPN პარამეტრების არჩევის ღილაკს რათა მიუთითოთ თქვენი მსმენელის URL მისამართი და გააქტიუროთ ის.
- მიუთითეთ საწყისი URL მისამართი თქვენი მსმენელისათვის შეტყობინების URL ველში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ https://ipn.jotform.com/ipns/paypal.php.
შენიშნვა: არ არის აუცილებელი საწყისი მისამართის მითითება. მთავარია IPN გქონდეთ გააქტიურებული.
- აირჩიეთ IPN შეტყობინებების მიღება (გააქტიურებული) რათა ჩართოთ თქვენი მსმენელი.
- დააკლიკეთ შენახვას. გამოჩნდება დადასტურების ეკრანი რომელიც გამცნობებ IPN-ის გააქტიურების შესახებ.
- დააკლიკეთ პროფილის შეჯამების გვერდზე დაბრუნებას რათა დაბრუნდეთ თქვენ პროფილზე.
კომენტარის გაგზავნა: