მობილური ფორმების გამოყენებითფორმის შექმნა საკმაოდ მსგავსია დესკტოპ ვერსიაზე ფორმების შექმნის პროცესისა. ჩვენი ახალი აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ახლა შეგიძლიათ შექმნათ ფორმები ნებისმიერი ადგილიდან.
როგორ შეგიძლიათ შექმნათ ფორმა JotForm-ის მობილური ფორმების აპლიკაციის გამოყენებით? მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს:
- გახსენით Jotform მობილური ფორმების აპლიკაცია.
- Click დააკლიკეთ აპლიკაციის ზედა მარცხენა ნაწილში მოცემულ + ხატულას.
- აირჩიეთ გსურთ ნულიდან დაწყება (ცარიელი ფორმა), შაბლონის გამოყენება (მზა ფორმებიდან არჩევა), თუ ფორმის შემოტანა (არსებული ფორმის კლონირება).
- აირჩიეთ ფორმის სასურველი განლაგება.
- კლასიკური ფორმა – ეს არის ტრადიციული ფორმა სადაც მრავალი კითხვა განთავსებულია ერთ გვერდზე.
- ბარათის ტიპის ფორმა – ეს არის იდეალური პატარა და სწრაფი ფორმებისათვის, სადაც თითოეულ გვერდზე ნაჩვენებია ერთი კითხვა.
- ამის შემდეგ მოხდება თქვენი გადამისამართება ფორმის მშენებლის გვერდზე, რომელიც მოიცავს ფორმის ველების დასამატებელ ყველა ხელსაწყოს. ფორმის მშენებლის მობილური ვერსია მოიცავს ყველა იმავე ჩანართს რომელსაც მისი ვებ ვერსია.
- დააკლიკეთ თქვენი პირველი კითხვის დამატებას ფორმის მშენებელზე, ან დააკლიკეთ + ნიშანს ქვედა მარცხენა კუთხეში.
- დაამატეთ თქვენთვის სასურველი ველები.
ესეც ასე! თქვენ შექმენით თქვენი ფორმა. გადადით პარამეტრებზე რათა შეცვალოთ ფორმის სხვადასხვა ფუნქციონალი, დაამატოთ ინტეგრაციები, შექმნათ პირობითი ლოგიკები, იმეილის შეტყობინებები ან მადლობის გვერდი.
თუ მზად ხართ ფორმის გამოსაქვეყნებლად, გადადით გამოქვეყნების ჩანართზე რათა იხილოთ ფორმის სწრაფი გაზიარების და ჩაშენების ვარიანტები ან გააგზავნოთ ფორმა იმეილით.
გაქვთ რაიმე კომენტარი, უკუკავშირი, ან რჩევა მობილური აპლიკაციით ფორმის შექმნასთან დაკავშირებით? გთხოვთ დაგვიტოვეთ შეტყობინება კომენტარის სექციაში ქვემოთ ან გადადით ჩვენს მხარდაჭერის ფორუმზე.
კომენტარის გაგზავნა: