თავი 6: თქვენი დონორებისათვის სამადლობელი საჩუქრების დაბრუნება

21 მარტი, 2023

როდესაც განიხილავთ არაკომერციული ორგანიზაციისა და მისი დონორების ურთიერთობას, თქვენ შესაძლოა იფიქროთ დონორების მიერ არაკომერციული ორგანიზაციისათვის გაცემის შესახებ – მაგრამ არაკომერციულმა ორგანიზაციამაც უნდა დააბრუნოს რაღაც აღნიშნულის სანაცვლოდ. თქვენ უნდა დაუბრუნოთ თქვენს დონორებს რათა გაზარდოთ მათი ჩართულობა და აქციოთ ისინი თქვენი ორგანიზაციის სისტემატიურ დონორებად. მრავალი ორგანიზაცია ამისათვის ახდენს თავიანთი დონორებისათვის სამადლობელი საჩუქრების დაბრუნებას.

სამადლობელი საჩუქრები დონაციისათვის

ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია სთავაზობს თავის დონორებს პატარა საჩუქარს როდესაც ისინი ახდენენ გარკვეული დონის ფულად შემოწირულობას ან ხდებიან ორგანიზაციის წევრი. თქვენი დონორებისათვის საჩუქრის შეთავაზებას აქვს მრავალი უპირატესობა. ეს აგრძნობინებს თქვენს დონორებს რომ მადლობელი ხართ მათი კეთილგანწყობისათვის და ასევე იმას რომ ისინი არიან ექსკლუზიური კლუბის ნაწილი – რაც არუნდა იყოს, ყველას არ აქვს აღნიშნული საჩუქრის მიღების საშუალება.

ნებისმიერი ნივთი რომელსაც აქვს თქვენი ორგანიზაციის ლოგო, ასევე ახდენს თქვენი ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლებას. დონორები რომლებიც იყენებენ თქვენს ბრენდირებულ ნივთებს, გარდა თავიანთი საწყისი შემოწირულობისა, ასევე ეხმარებიან თქვენს ორგანიზაციას თქვენი უფრო მეტად გავრცელებით. მათ ასევე შეუძლიათ სხვების სტიმულირება რათა მოახდინონ თქვენი ორგანიზაციისათვის დონაციის გაცემა.

თავი 6: თქვენი დონორებისათვის სამადლობელი საჩუქრების დაბრუნება Image-1

მოცემული ორგანიზაციები არის დონორებისათვის საჩუქრების ყველაზე ცნობილი გამცემები:

  • მუზეუმები
  • ადგილობრივი და ნაციონალური რადიო სადგურები, მათ შორის National Public Radio (NPR)
  • PBS (საზოგადოებრივი სამაუწყებლო მომსახურება)
  • შემსრულებლობითი ხელოვნების ორგანიზაციები და საკონცერტო დარბაზები
  • Zზოოპარკები და ცოცხალი ბუნების დაცვის ორგანიზაციები, როგორიცაა World Wildlife Fund ან the National Wildlife Federation

გაითვალისწინეთ მოცემული პოპულარული დონორთა საჩუქრები:

  • ჩანთები ან ზურგჩანთები
  • ჭიქები
  • ქუდები
  • ქოლგები
  • კალენდარები
  • ჟურნალები
  • საბნები

საჩუქრების ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა ფუნქციონალისა და ცნობადობის გაერთიანება. მაგალითად, National Wildlife Federation აძლევს დონორებს საველე ჩანთას, რომელიც არა მხოლოდ ბრენდირებულია თავიანთი ლოგოთი, არამედ ასევე შესაბამისობაშია დონორთა ინტერესებთან.

მრავალი ორგანიზაცია ასევე ახდენს არსებული საჩუქრების პატარა ფოტოების დართვას რათა მოახდინოს დონორთა ცდუნება. თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ მოცემული ნივთების ფოტოები პირდაპირ იმეილებს ან ონლაინ დონაციის ფორმებს. (დონაციის ფორმის შექმნის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ჩვენს სტატიას “დონაციის ეფექტური ფორმის ანატომია.”)

ფრონტალური საჩუქრები

დონორებისათვის სამადლობელი საჩუქრების შეთავაზების გარდა, ზოგიერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია გზავნის პირდაპირ საფოსტო გზავნილს პატარა საჩუქრებით (როგორიცაა მისამართის იარლიყები ან სტიკერები). აღნიშნული ცნობილია როგორც ფრონტალური საჩუქრები. დონორების თანხის გასაცემად წახალისებისა და ამის შემდგომ დასაჩუქრების ნაცვლად, ფრონტალური საჩუქრები ემყარება ორმხრივობის იდეას – დონორები იგრძნობენ თავს ვალდებულად მიღებული საჩუქრის სანაცვლოდ დაგიბრუნონ შემოწირულობა. ფრონტალური საჩუქრები ახდენს საკმაოდ მაღალი სიხშირის გამოხმაურებების მიღებას1.

ყველაზე პოპულარული ფრონტალური საჩუქრებია:

  • მისამართის იარლიყები
  • სტიკერები
  • პატარა კალენდარები
  • ბლოკნოტები და წებოვანი ფურცლები
  • სანიშნები
  • ბარათები
  • კალმები/ფანქრები
  • სამაგრები

ფრონტალური საჩუქრები, რათქმაუნდა, არ მუშაობს ონლაინ საჩუქრების შემთხვევაში. მრავალი ორგანიზაცია იყენებს ორივეს კომბინაციას. თქვენც შეგიძლიათ სცადოთ ორივე მათგანი რათა დაადგინოთ თუ რომელი იქნება უფრო ეფექტური თქვენი ორგანიზაციისათვის. (დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ “დაგეგმეთ და გაანალიზეთ შედეგები წინასწარ”).

გამოიყენეთ სწორი საკომუნიკაციო ენა დონორთა საჩუქრებისათვის

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა რომ ზოგიერთ შემთვევაში, დონორების საჩუქრებმა შეიძლება შეამციროს დონაციის რაოდენობა2. ვინაიდან დონორთა საჩუქრებს შესაძლებელია იმოქმედოს დონორთა ალტრუიზმის გრძნობებზე – სურვილი გაიღოს შემოწირულობა მხოლოდ წმინდა გულკეთილობიდან გამომდინარე. მაგრამ კვლევამ აჩვენა რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეუძლიათ აღნიშნულის თავიდან არიდება საჩუქრების ასევე ალტრუისტული ჟესტის სახით გაცემით.

მოკლედ, თუ თქვენ შესთავაზებთ მაგალითად ყავის ჭიქას როგორც თქვენი ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლებისათვის, თქვენს დონორებს შესაძლოა უბრალოდ სურდეთ ეს საჩუქარი და გადაწყვიტონ თავიანთი დონაციების მაღალი დონის შენარჩუნება. მაგალითად, World Wildlife Fund იყენებს შემდეგს: “იპოვეთ ახალი გზები რათა მხარი დაუჭიროთ WWF-ს გლობალური ბუნების დაცვის ძალისხმევას. გაიღეთ შემოწირულობა WWF-ისთვის და აჩვენეთ თქვენს ოჯახსა და მეგობრებს რომ თქვენ ზრუნავთ მათზე და გარემოზე!”. სხვა მეთოდია დონორებისათვის ტრადიციული სამადლობელი საჩუქრების ნაცვლად, მადლიერების ნიშნად პატარა წერილის გაგზავნა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შესთავაზოთ დონორებს საჩუქარი მაგრამ ასევე დაურთოთ მისი მიღების გაუქმების ვარიანტი მსგავსი ტექსტით “მადლობა საჩუქრისათვის, მე მსურს ჩემი დონაციების 100% მოხმარდეს [საქველმოქმედო ორგანიზაციის ან პროგრამის სახელი].”

დაუბრუნეთ უნიკალური გამოცდილება

საჩუქრის სახით მატერიალური საგნების შეთავაზების გარდა, ზოგიერთ ორგანიზაციას შეუძლია შესთავაზოს დონორებს უნიკალური გამოცდილება. ამისი მაგალითი შეიძლება იყოს3 ხელოვნების მუზეუმი რომელიც სთავაზობს უნიკალურ ტურებს ხელოვანთა სტუდიებში, გარემოს დაცვის სპეციალისტთა ჯგუფი რომელიც სთავაზობს სპეციალურ ლექციებსა და ექსკურსიებს და ზოოპარკი რომელიც სთავაზობს სპეციალურ ტურებს რომლის დროსაც დონორებს შეუძლიათ გამოკვებონ ცხოველები. მსგავსი შესაძლებლობები როგორც წესი დაჯავშნილია მსხვილი დონორებისათვის რომლებიც ახდენენ დიდი ოდენობით შემოწირულობების გაცემას. შეუძლია თქვენს ორგანიზაციას მსგავსი ღონისძიებისა თუ შესაძლებლობის შეთავაზება?

დაგეგმეთ და გაანალიზეთ შედეგები წინასწარ

დონორებისათვის სამადლობელი საჩუქრების შეთავაზება საჭიროებს წინასწარ ინვესტიციას, და თქვენ ასევე მოგიწევთ რისკზე წასვლა ვინაიდან წინასწარ ყოველთვის არ არის ცნობილი გამოიღებს თუ არა ეს შედეგს. როდესაც სთავაზობთ საჩუქრებს დონორებს, გაითვალისწინეთ ორი ფაქტორი რათა უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ დახარჯულზე მეტის მიღება: დარწმუნდით რომ საჩუქრის ღირებულება საკმაოდ დაბალია, ხოლო აღნიშნულის მისაღებად დაწესებული დონე კი საკმაოდ მაღალი. ბრენდირებული ნივთები არის გაცილებით იაფი როდესაც ხდება მათი დიდი რაოდენობით შეკვეთა – მაგრამ არ უნდა შეუკვეთოთ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა.

თავი 6: თქვენი დონორებისათვის სამადლობელი საჩუქრების დაბრუნება Image-2

Bვინაიდან აღნიშნული საჩუქრები დაკავშირებულია საკმაო ხარჯებთან, მრავალი ორგანიზაცია იყენებს მათ მხოლოდ პირველადი დონორებისათვის, შეჩერებული დონორებისათვის ან სიტუაციებში როდესაც ორგანიზაციას სურს გარკვეული დონორების მიერ შემოწირულობის დონის გაზრდა. გაითვალისწინეთ იმეილების სეგმენტირება და შესთავაზეთ აღნიშნული მხოლოდ ახალ, პოტენციურ ან შეწყვეტილ დონორებს.

თუ თქვენ იყენებთ უშუალოდ საფოსტო იმეილს, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ სცადოთ იაფფასიანი საჩუქრები და დააკვირდეთ როგორ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოსცადოთ განსხვავებული ტიპის სამადლობელი საჩუქრების გამოყენება რათა გამოარკვიოთ თუ რომელი მათგანი არის ყველაზე ეფექტური. შემდეგ კი, დაგეგმეთ თქვენი შემდგომი მსგავსი კამპანია ყველა აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით.


1 Nonprofit Pro, “Focus On: Premiums: Here Donor, Donor” https://www.nonprofitpro.com/article/premiums-vital-many-direct-mail-donor-acquisition-progams-but-address-labels-alone-might-not-do-job-33129/all/

2 Yale School of Management, “Thank-You Gifts Reduce Charitable Donations” https://insights.som.yale.edu/insights/when-charitable-organizations-thank-donors-should-they-ask-for-more

3 Money, “Some Charities Offer Sweet Perks to Donors. Should You Take Advantage?” https://money.com/charity-donation-perks/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.