ყველა არაკომერციული ორგანიზაცია ეყრდნობა შემოსავლის სხვადასხვა წყაროს, და ფულადი სახსრები შეიძლება იყოს მიღებული ინდივიდუალური პიროვნებებისგან, ფონდებისგან, კორპორაციებისგან ან ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებებისგან. ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია იღებს საკომისიოს გარკვეული სერვისის სანაცვლოდ, ზოგიერთი ყიდის რაღაც საქონელს ან მომსახურებას რათა შექმნას შემოსავალი. მნიშვნელოვანია თქვენი შემოსავლის ნაკადების მრავალმხვრივი განვითარება და ფულადი სახსრების წყაროების გამართული კომბინაცია თქვენი ორგანიზაციისათვის. ეს არის შემოსავლის წყაროების ყველაზე ცნობილი ტიპები არაკომერციული ორგანიზაციებისათვის.
ინდივიდუალური დონორები
ყველა განხორციელებული დონაციების 71 პროცენტი მოდის ინდივიდუალურ დონაციებზე.1 თქვენი ინდივიდუალური შემომწირველები შეიძლება მოიცავდეს კომბინაციას მაღალი დონის დონორებისა (მსხვილი დონორები) და საშუალოდან დაბალი დონის დონორებამდე (რეგულარული დონორები).
ინდივიდუალურ დონორებს შეუძლიათ განახორციელონ ერთჯერადი ან პერიოდული დონაციები. მათ შეუძლიათ აღნიშნულის განხორციელება ღონისძიებების გავლით (მათ შორის ღონისძიების ბილეთები ან დამატებითი თანხის მოზიდვის აქტივობებით როგორიცაა ლატარია ან აუქციონები), ყოველწლიური ან დაგეგმილი შემოწირულობის სურვილისამებრ გადაცემით. ზოგიერთ პიროვნებებს ან ოჯახებს ასევე აქვთ საოჯახო ფონდები რომელსაც შეუძლია საქველმოქმედო საჩუქრების შექმნის პროცესში დახმარება.
მსხვილი დონორების იდენტიფიცირება და კულტივირება
არაკომერციული ორგანიზაციებისათვის, შეგროვებული თანხის 88% მოდის დონორების 12 პროცენტიდან,2 ასე რომ მნიშვნელოვანია თქვენი ძალისხმევის ფოკუსირება მსხვილ დონორებზე. მიუხედავად იმისა რომ მსხვილი დონორები არ ახდენენ თანხის ისე ხშირად გაცემას როგორც შედარებით პატარა დონის დონორებიმ მათ მიერ გაცემული შემოწირულობები მრავალმნიშვნელოვნად დიდია; ამიტომაც, არაკომერციულ ორგანიზაციები ყოველთვის უნდა იყენებდნენ მსხვილი დონორების მოზიდვისა და კულტივაციის სტრატეგიას.
თუ რა დონეზე შეიძლება იქნეს მიჩნეული დონაცია როგორც “მსხვილი შემოწირულობა” განსხვავდება ორგანიზაციების მიხედვით. გადახედეთ თქვენი ორგანიზაციის შემოწირულობების ისტორიას და იპოვეთ დონაციის ყველაზე მაღალი ოდენობა რათა განსაზღვროთ თუ რა მიიჩნევა როგორც მსხვილი საჩუქარი. დიდმა ორგანიზაციებმა შეიძლება მიიჩნიონ ექვსციფრიანი ან უფრო მაღალი დონაციები როგორც მსხვილი შემოწირულობა, ხოლო პატარა ორგანიზაციებისათვის რამოდენიმე ათასი დოლარიც კი იყოს მსხვილი დონაცია.
აუცილებელია პოტენციური მსხვილი დონაციების დაკავშირება თქვენი ორგანიზაციის მისიასთან. თქვენი ყველაზე მსხვილი დონორები, ყველაზე ხშირი დონორები და ბორდის წევრები არის საუკეთესო საშუალება მსხვილი შემოწირულობების მიღების დასაწყებად. თუ თქვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, განიხილეთ ინვესტირება სიმდიდრის შემოწმების პროგრამაში (მონაცემთა ბაზებისა და სიმდიდრის შეფასების პროგრამულ უზრუნველყოფაზე დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ შემდეგი თავი “Eაუცილებელი პროგრამა რომელიც თქვენს არაკომერციულ ორგანიზაციას სჭირდება რათა გაზარდოს დონაციები”).
მას შემდეგ როცა მოახდენთ თქვენი პოტენციური დონორების იდენტიფიცირებას, მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას და შემოწირულობების მიღებას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა. თქვენ შეგიძლიათ ამისათვის გამოიყენოთ მრავალი ეტაპი, მათ შორის პირისპირ შეხვედრა, მათი თქვეს დაწესებულებაში მიწვევა, თქვენს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა, თქვენს ღონისძიებებზე მიპატიჟება, თქვენი ორგანიზაციისათვის მოხალისეობის შეთავაზება და მათთვის რეგულარული განახლებებისა და მადლობის წარდგენით.3 ამის შემდეგ, რათქმაუნდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ შემოწირულობაც – ან კონრეტული პროგრამის მხარდასაჭერად ან ზოგადი სახის დონაციის მისაღებად.
ფონდები და სხვა ორგანიზაციები
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს 100 000-ზე მეტი ფონდი.4 კერძო (არასამთავრობო) ფონდები განსხვავდებიან ზომის, საქმიანობის სფეროს და გრანტების გაცემის პროცესების მიხედვით. მრავალი ფონდი ორგანიზაციებისათვის გასცემს გრანტს ერთჯერადად ან ყოველწლიურად და მოითხოვს დეტალურ განაცხადებსა და ანგარიშებს.
შედარებით მსხვილ ფონდებს როგორც წესი აქვთ თავიანთი ვებსაიტი ყველა საჭირო ინფორმაციითა და მოთხოვნებით; სხვა შემთხვევაში კი კერძო ფონდების შესახებ ინფორმაციის მისაღები საკმაოდ კარგი რესურსებია Foundation Directory Online და GuideStar. მაშინ როცა ზოგიერთი ფონდი გასცემს ზოგადი დახმარების გრანტებს და შეუზღუდავ ფულად სახსრებს, უმრავლესი ფონდი ამჯობინებს კონკრეტული პროგრამების ან ინიციატივების დაფინანსებას. ფონდის დაფინანსება ძირითადად შეადგენს არაკომერციული ორგანიზაციების შემოსავლის მცირე ნაწილს (დაახლოებით 2 დან 4 პროცენტამდე), მაგრამ შეუძლია ითამასოს მნიშვნელოვანი როლი ახალი პროგრამების დასაფინანსებლად.
კერძო ფონდების გარდა, არსებობს ასევე სახელმწიფო ფონდები (ორგანიზაციები როგორიცაა United Way) რომელსაც შეუძლია არაკომერციული ორგანიზაციებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფა. საჯარო საქველმოქმედოები არის კერძო ფონდებისა და საქველმოქმედო დაწესებულებების მიქსი – ისინი იღებენ დონაციებს სახელმწიფოსგან (სამთავრობო და კერძო ფონდები), მაგრამ გადასცემენ თავიანთი თანხის ნაწილს არაკომერციულ ორგანიზაციებს. Junior League არის მსგავსი ტიპის ორგანიზაციის მაგალითი5.
საზოგადოებრივი ფონდები (დონორების მიერ გაცემული სახსრები) და საოჯახო ფონდები (ერთი პიროვნების ან ოჯახის) არის ასევე შედარებით პატარა გრანტის გამცემი ორგანიზაციების მაგალითი რომელსაც შეუძლია დონაციების გაცემა არაკომერციული ორგანიზაციებისათვის. კორპორაციებსაც შესაძლოა ასევე ჰქონდეთ თავიანთი საკუთარი ფონდები როგორც არაკომერციული ორგანიზაციებისათვის დონაციების გაცემის საშუალება.
კორპორატიული შემოწირულობები
კორპორაციები გასცემენ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის ფულად სახსრებს მრავალი სახით. ზოგიერთ ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი საკუთარი ფონდები, რომელთაც აქვთ კერძო ფონდების მსგავსი გრანტის გაცემის პროცესები. ზოგიერთი კორპორაცია აფინანსებს ღონისძიებებს ან ღონისძიების ლატარიას და აუქციონებს.
მარკეტინგი ქველმოქმედებაზე დაყრდნობით არის კორპორაციული გაცემის ერთ-ერთი ფორმა, სადაც კომპანიები გაყიდული პროდუცქციის პროცენტს გადასცემენ არაკომერციულ ორგანიზაციებს. აღნიშნულს ასევე შეუძლია კომპანიის ცნობადობის გაზრდა და ფულადი სახსრების შეგროვება. მრავალი კომპანია ასევე ქმნის ინდივიდუალურ საჩუქარს როდესაც თანამშრომლები გასცემენ თანხას ორგანიზაციისათვის, ან გასცემენ შემოწირულობებს ორგანიზაციისათვის. კორპორაციული გრანტები მოიცავს როგორც მსხვილ ასევე ადგილობრივ ნაციონალურ კომპანიებს.
სამთავრობო დაფინანსება
მრავალი არაკომერციული ორგანიზაცია ეყრდნობა ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ გრანტებს რათა დააფინანსოს თავიანთი საოპერაციო ხარჯები. არაკომერციული სექტორები, როგორიცაა ჯანდაცვა, კვლევები, განათლება და საჯარო მედია წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების მაგალითებს რომლებიც ხშირად ეყრდნობიან სახელმწიფო დაფინანსებას. თუ თქვენ ეძებთ ინფორმაციას სახელმწიფო დაფინანსების შესახებ, Grants.gov არის იდეალური რესურსი; Foundation Directory Online ახლა ასევე მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფო გრანტების შესახებ.
მრავალი არაკომერციული ორგანიზაცია ეყრდნობა ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ გრანტებს რათა დააფინანსოს თავიანთი საოპერაციო ხარჯები. არაკომერციული სექტორები, როგორიცაა ჯანდაცვა, კვლევები, განათლება და საჯარო მედია წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების მაგალითებს რომლებიც ხშირად ეყრდნობიან სახელმწიფო დაფინანსებას. თუ თქვენ ეძებთ ინფორმაციას სახელმწიფო დაფინანსების შესახებ, Grants.gov არის იდეალური რესურსი; Foundation Directory Online ახლა ასევე მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფო გრანტების შესახებ.
შემოსავლის სხვა წყაროები: საკომისიო სხვადასხვა სერვისებისათვის და პროდუქციის გაყიდვა
მრავალი არაკომერციული ორგანიზაცია იღებს საკომისიოს გარკვეული სერვისის სანაცვლოდ. ჰოსპიტალები ახდენენ პაციენტებისთვის ანგარიშის გამოწერას, მუზეუმები იღებენ შესვლის საფასურს, თეატრები ყიდიან ბილეთებს, კოლეჯი მოითხოვს სწავლის საფასურს და ასე შემდეგ. თუ თქვენს არაკომერციულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს საკომისიო გარკვეული სერვისების სანაცვლოდ, თქვენ შეძლებთ საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებას.
ზოგიერთ არაკომერციული ორგანიზაციებს, განსაკუთრებით დიდი ზომის ცნობილ ბრენდებს, შეუძლიათ დაეყრდნონ ბრენდირებული საქონლის გაყიდვებს რათა მოუტანონ შემოსავალი ორგანიზაციას. აღნიშნულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია Girl Scouts-ის მიერ Girl Scouts-ის ნამცხვრების გაყიდვა. თანხის შესაგროვებლად სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ გაყიდონ მაისურები, ჩანთები, ჭიქები და სხვა მსგავსი ნივთები.
როდესაც საქმე ეხება თქვენი ორგანიზაციისათვის თანხის შეგროვებას, დარწმუნდით რომ გაქვთ გეგმა რომელიც წარმოადგენს დაფინანსების წყაროებისა და შესაძლებლობების კომბინაციას. დონორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ინდივიდუალური პიროვნება, ფონდი, კორპორაცია თუ სახელმწიფო დაფინანსება, სჭირდება დრო და ძალისხმევა. ყველა დონორი კმაყოფილია როდესაც ხდება მათ მიერ გაცემული შემოწირულობების დაფასება.
1 The Balance, “Where Do Nonprofits Get Their Income?” https://www.thebalancesmb.com/where-do-nonprofits-get-their-revenue-2502011
2 Bloomerang, “Major Gift Fundraising By The Numbers” https://bloomerang.co/blog/infographic-major-gift-fundraising-by-the-numbers/
3 Amy Eisenstein, “The 4 Pillars of Major Gift Relationships” https://www.amyeisenstein.com/4-pillars-of-major-gift-relationships/
4 Karen Eber Davis, “Can Your Nonprofit Obtain More Income? The 7 Sources” https://www.kedconsult.com/can-your-organization-obtain-more-income-the-7-sources/
5 The Balance, “Where Do Nonprofits Get Their Income?” https://www.thebalancesmb.com/where-do-nonprofits-get-their-revenue-2502011
კომენტარის გაგზავნა: