როგორ დავურთო ფორმის მონაცემები PDF-ის სახით იმეილის შეტყობინებებს

18 სექტემბერი, 2023

განახლება: ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ ახლახანს გავუშვით Jotform PDF რედაქტორის ახალი ვერსია.

JotForm-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ ფომის გამოგზავნილი მონაცემები PDF ფაილების სახით შეტყობინების იმეილებს და თვალყური ადევნოთ თქვენი ფორმის მონაცემებს პირდაპირ იმეილის ინბოქსიდან. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფორმის მონაცემები შეიცავს ჯანმრთელობის დაცულ ინფორმაციას (PHI), მოცემულმა მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს HIPAA სტანდარტების დარღვევა ვინაიდან იმეილის სერვისების უმრავლესობა არ უზრუნველყოფს ჩაშენებულ დაშიფრვას. მსგავსი ტიპის მონაცემთა გაჟონვის თავიდან ასარიდებლად, Jotform მოგცემთ შესაძლებლობას დაიცვათ გამოგზავნილი მონაცემების PDF ფაილი პაროლით თუ თქვენ გსურთ მიიღოთ ისინი იმეილის შეტყობინებებთან ერთად. აი ასე შეგიძლიათ მისი კონფიგურირება:

  1. როდესაც იმყოფებით ფორმის მშენებელზე, გახსენით პარამეტრები ზედა ნავიგაციის ჩანართზე.
  2. დააკლიკეთ იმეილების ჩანართს მარცხენა პანელზე რათა მოახდინოთ იმეილის პარამეტრების კონფიგურირება.
  3. მიიტანეთ მაუსი ან აირჩიეთ სასურველი თუ შექმნილი გაქვთ მრავალი და იხილეთ შესაძლო ქმედებები. დააკლიკეთ კალამის ხატულას რათა დაარედაქტიროთ სასურველი იმეილის შეტყობინება.
  4. კონფიგურირების ინტერფეისზე, დააკლიკეთ დამატებით ჩანართს რათა გადახვიდეთ დამატებით პარამეტრებზე.
  5. საწყისად, PDF დანართის პარამეტრს მინიჭებულიაქვს მნიშვნელობა “არა”. შეცვალეთ მნიშვნელობა და აირჩიეთ “დიახ”.
როგორ დავურთო ფორმის მონაცემები PDF-ის სახით იმეილის შეტყობინებებს Image-1
  1. HIPAA ტიპის ანგარიშებისათვის, PDF დანართი ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ თქვენ გამოიყენებთ ძლიერ პაროლს. თქვენი პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს და ის უნდა იყოს კომბინაცია ქვედა რეგისტრის, ზედა რეგისტრის ასოების, რიცხვების და სპეციალური სიმბოლოების. გთხოვთ შეიყვანეთ პაროლი რომლის გამოყენებაც გსურთ.
  2. დააკლიკეთ შენახვას რათა შეინახოთ ცვლილებები.
როგორ დავურთო ფორმის მონაცემები PDF-ის სახით იმეილის შეტყობინებებს Image-2

მას შემდეგ რაც დაასრულებთ თქვენი ფორმის მონაცემების PDF-ების კონფიგურირებას და მათ პაროლით დაცვას, თქვენ შეძლებთ მიიღოთ ისინი თქვენს იმეილ შეტყობინებებში. ეს არის იმეილ შეტყობინების მაგალითი HIPAA ანგარიშისათვის:

როგორ დავურთო ფორმის მონაცემები PDF-ის სახით იმეილის შეტყობინებებს Image-3

როდესაც შეეცდებით PDF-ის ნახვას, თქვენ მოგიწევთ პაროლის შეყვანა რომელიც შექმენით მე-6 ეტაპზე ზემოთ. თქვენ შეგიძლიათ მისი როგორც პირდაპირ ბრაუზერში ნახვა, ასევე გადმოწერა კომპიუტერში მოგვიანებით სანახვად. თქვენ მოგიწევთ აღნიშნული პაროლის შეყვანა ყოველ ჯერზე როდესაც ეცდებით PDF ფაილის ნახვას.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.