როდესაც ქმნით ხელმისაწვდომ ფორმას, მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ რომ თქვენი ვებ გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ფორმის მომხმარებლებისგან. არსებობს მრავალი შეზღუდული შესაძლებლობა და გარემოება რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ვებ კონტენტთან წვდომაზე, მათ შორის:
- მხედველობის გაუარესება.
- სმენის დაქვეითება.
- მობილობის დაქვეითება.
- კოგნიტური დაქვეითება.
ამ ყველაფრის მიზანია გახადოთ თქვენი ფორმა სრულყოფილი და მარტივად გამოყენებადი ყველასათვის. მაშინ როდესაც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ 508 სექციის შესაბამისი ფორმა ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გახადოთ ის უფრო მეტად მეგობრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის და პიროვნებებისათვის ვინც იყენებს ეკრანის წამკითხველებს ან სხვა დამხმარე ტექნოლოგიებს ერთდროულად. ჩვენი რეკომენდაციები აღნიშნულია ქვემოთ:
- დარწმუნდით რომ თქვენი ფორმის კითხვები და კონტენტი არის მარტივად გასაგები. მოერიდეთ არასასურველად გრძელი კითხვების გამოყენებას, გამოიყენეთ ენი მარტივი და გასაგები სტანდარტები.
- ფორმის ყველა ველს უნდა ჰქონდეს გასაგები იარლიყი.
- ყურადღებით გამოიყენეთ ფერები. დარწმუნდით რომ თქვენ მიერ არჩეული ფერების კონტრასტში. ჩვენი ფორმის მშენებლი გაგაფრთხილებთ კონტრასტთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების შესახებ.
- დაურთეთ აღწერილობითი ალეტრნატიული ტექსტი თქვენი ფორმის სურათებს. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სურათის ალტერნატიული ტექსტი
სურათის ელემენტის პარამეტრებიდან.
- არ გამოიყენოთ ციმციმა და კაშკაშა სურათები.
- არ გამოიყენოთ ექსტრაორდინალური ფონტები.
- თუ თქვენ ქმნით ფორმას ინგლისურისგან განსხვავებულ ენაზე ან იყენებთ დამატებით ენას თქვენს ფორმაზე, დარწმუნდით რომ ფორმის ველები და გაფრთხილებები არის ასევე ნათარგმნი
- თუ თქვენ იყენებთ ლინკებს თქვენს ფორმაზე, გამოიყენეთ აღწერილობითი სახელები მსგავსი ლინკებისათვის. “დააკლიკეთ აქ” ტიპის სახელები არ მიიჩნევა კარგ პრაქტიკად.
ფორმის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება როგორც წესი მომხმარებლებისათვის ქმნის კარგ გამოცდილებას. ეს კი სასარგებლოა ყველასთვის.
კომენტარის გაგზავნა: