თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ თუ რას ნიშნავს ხელმისაწვდომი როდესაც საქმე ეხება ინტერნეტსა და თქვენს ვებ ფორმებს. მოკლედ ეს არის გამოსაყენებლად მოხერხებული და წვდომადი საიტების უზრუნველყოფის პრინციპები და პრაქტიკა. ის ფოკუსირდება რაც შეიძლება მეტი პიროვნებისათვის თქვენ საიტზე წვდომის უზრუნველყოფაზე; შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, ან დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორიცაა ეკრანის წამკითხველები, ხმის ამომცნობი პროგრამები, მონიტორის გაფართოების აპლიკაციები და სხვა.
ჩვენ მოხარულები ვართ რომ გაცნობოთ ფორმის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული გაუმჯობესების შესახებ. JotForm-ის ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ შექმნათ მარტივად წვდომადი ფორმები რომლებიც შესაბამისობაშია სექცია 508 და WCAG 2.1 დონე A და დონე AA სტანდარტებთან. თქვენ ქვემოთ იპოვით თუ როგორ გააქტიუროთ ფორმის ხელმისაწვდომობის ფუნქციონალი და ხშირად დასმული კითხვების მოკლე სექციას.
იმისათვის რომ გახადოთ თქვენი ფორმები ხელმისაწვდომი, გახსენით ის ფორმის მშენებელში და შემდეგ გადადით:
- პარამეტრები.
- დააკლიკეთ ფორმის პარამეტრებს..
- დააკლიკეთ დამატებითი პარამეტრების ჩვენებას.
- შეცვალეთ ფორმის ხელმისაწვდომობის პარამეტრი გააქტიურებულით.
ჩვენი ფორმის მშენებელი მოახდენს თქვენი ფორმის ანალიზს, და თუ დაფიქსირდება ხელმისაწვდომობის რაიმე პრობლემა, გაცნობებთ ყველა იმ ასპექტის შესახებ რომელიც საჭიროებს გამოსწორებას. მაგალითად, თუ არ არის საკმარისი კონტრასტი, ველს არ აქვს იარლიყი, სურათს არ აქვს ალტერნატიული ტექსტი, გამოყენებულია არამხარდაჭერილი ვიჯეტი ან ნებისმიერი სხვა სახის პრობლემა, თქვენ იხილავთ გაფრთხილებას რედაქტორში.
ყველაფერი რაც გჭირდებათ არის დაფიქსირებული პრობლემების ნებისმიერი სახით გამოსწორება. როდესაც აღარ იქნება ნაჩვენები გაფრთხილების შეტყობინება, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენი ფორმა არის ხელმისაწვდომი.
ჩვენ ასევე გთავაზობთ მარტივად წვდომად მზა ფერთა სქემებს როგორც კლასიკური, ასევე ბარათის ტიპის განლაგების ფორმებისათვის. მოცემული ფერთა სქემები სპეციალურად შექმნილია საუკეთესო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ფორმის დიზაინერში ისინი აღნიშნულია ადამიანის ტანის პატარა პიქტოგრამით.
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ფორმის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვებისა და პასუხების სია.
რა არის სექცია 508 და WCAG შესაბამისობა?
სექცია 508 არის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონი რომელიც მოითხოვს ფედერალური სააგოებისგან აწარმოონ, შექმნან და გამოიყენონ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგია (ICT) რომელიც ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის.
WCAG (ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის გიდი) არის საერთაშორისო სტანდარტი ვებ კონკტენტის ხელმისაწვდომობისათვის. WCAG წარმოადგენს გაიდლაინებს თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ ვებ კონკტენტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის.
ვის მოეთხოვება სექცია 508-ის შესაბამისობა?
სექცია 508 ეხება ყველა დაწესებულებას რომელიც ღებულობს ფედერალურ დაფინანსებას. ეს მოიცავს სახელმწიფო დაწესებულებებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, საჯარო სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები.
შემიძლია ფორმის ხელმისაწვდომობის გააქტიურება არსებულ ფორმაზე თუ მჭირდება ახალი ფორმის შექმნა?
ფორმის ხელმისაწვდომობის ფუნქციონალის გააქტიურება შესაძლებელია როგორც არსებულ ასევე ახალ ფორმებზე.
რომელი ველების გამოყენება შემიძლია ხელმისაწვდომ ფორმებზე?
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ძირითად ველი, გადახდის ველები და ვიჯეტების უმრავლესობა. თუ კონკრეტული ვიჯეტი არ არის მხარდაჭერილი, თქვენ იხილავთ შეტყობინებას ფორმის რედაქტორში.
რა არის პროდუქტის ნებაყოფლობითი ხელმისაწვდომობის შაბლონი (VPAT)? სთავაზობთ თუ არა აღნიშნულს?
VPAT წარმოადგენს კონკრეტული პროდუქციის ან ტექნოლოგიის სექცია 508-თან და WCAG სტანდარტებთან შესბამისობის დეტალურ აღწერილობას. თუ თქვენს კომპანიას მოეთხოვება ხელმისაწვდომობის გაიდლაინებთან შესაბამისობა, იხილეთ JotForm-ის VPAT.
კომენტარის გაგზავნა: