The Jotform PDF რედაქტორი გაეშვა 2018 წლის ოქტომბერში. ის აქცევს არსებულ Jotform ფორმებს შევსებად PDF ფორმებად და ქმნის PDF დოკუმენტს, რომელიც მოიცავს მომხმარებლების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას
როგორც ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციონალის რელიზისას, ჩვენ მივიღეთ არაერთი მოთხოვნა და ფუნქციონალის დამატების შეთავაზება აღნიშნული პროდუქტის გასაუმჯობესებლად. მიღებული მოთხოვნებიდან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა არსებული PDF ფორმის იმპორტის ფუნქციონალი. ჩვენ ახლა გთავაზობთ აღნიშნულ ფუნქციონალს Jotform ჭკვიანი PDF ფორმების გავლით.
Jotform ჭკვიანი PDF ფორმები საშუალებას გაძლევთ აქციოთ თქვენი PDF ფორმა ონლაინ ფორმად, შეაგროვოთ გამოხმაურებები და გადმოწეროთ ისინი შევსებული ორიგინალი PDF დოკუმენტის ფორმატით.
როცედურა საკმაოდ მარტივი და პირდაპირია:
1. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე.
2. დააკლიკეთ ფორმის შექმნის ღილაკს.
3. დააკლიკეთ ფორმის შემოტანა.
4. აირჩიეთ PDF ფორმის შემოტანა. მოხდება თქვენი ატვირთვის გვერდზე გადამისამართება.
სხვაგვარად, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ მოცემულ გვერდზე და დააკლიკოთ ღილაკს აქციეთ PDF შევსებად ფორმად.
5. ატვირთვის გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ და ჩააგდოთ თქვენი PDF დოკუმენტი ან დააკლიკოთ ღილაკს PDF ფორმის ატვირთვა რათა აირჩიოთ თქვენი ფაილი.
თქვენ გადამისამართდებით PDF რედაქტორის გვერდზე სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმპორტირებული PDF. გაითვალისწინეთ რომ PDF დოკუმენტი არ იქნება ზუსტად ისეთი როგორიც თქვენი ორიგინალი ფაილი იყო. ჩვენი სისტემა მაქსიმალურად ეცდება ამოიღოს და დაამუშაოს თქვენი არსებული PDF ფორმის ველები.
ამის შემდგომ, თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება მოარგოთ ფორმის დიზაინი და ვიზუალი თქვენს მოთხოვნებს, დაამატოთ/წაშალოთ ფორმის ველები და მრავალი სხვა. იხილეთ იმპორტირებული ფორმის მაგალითი:
თუ გსურთ გაიგოთ როგორ შეგიძლიათ დააკავშიროთ ონლაინ ფორმის ველები იმპორტირებულ PDF დოკუმენტს, გთხოვთ ეწვიეთ მოცემუც გიდს:როგორ-დაკავაკავშირო-Connect-ონლაინ-ფორმის-ველები-PDF-დოკუმენტს.
კომენტარის გაგზავნა: