როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით

9 იანვარი, 2023

დავუშვათ ქმნით ღონისძიების რეგისტრაციის ფორმას დარეგისტრირების მრავალი თარიღითა და სხვა ვარიანტებით და გსურთ ფორმის რესპონდენტებს გაუგზავნოთ კონრეტული მონაცემების შემცველი PDF-ები თავიანთი არჩევანის შესაბამისად.

საბედნიეროდ, ჩვენი ახალი PDF რედაქტორის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად აქციოთ ფორმის გამოგზავნილი მონაცემები მოდერნიზირებულ PDF-ებად (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მოცემული ბლოგის პოსტი). უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ერთ ფორმას მრავალი PDF დოკუმენტის შაბლონი, შემდეგ კი გააგზავნოთ ისინი ფორმის პირობით ლოგიკაზე დაყრდნობით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს PDF-ები განსხვავებული ადგილმდებარეობის ინფორმაციით, სხვადასხვაგვარი PDF კონტრაქტები, PDF-ები კონკრეტული დეპარტემენტებისთვის განკუთვნილი ინფორმაციით და მრავალი სხვა.

მოცემულის ილუსტრირებისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ფორმას შეკითხვით ‘აირჩიეთ ღონისძიება’.

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-1

დამატებითი PDF დოკუმენტის შაბლონის დასამატებლად, PDF რედაქტორში დააკლიკეთ ‘+ ახალი PDF’ და შემდეგ აირჩიეთ ‘ახალი PDF დოკუმენტი’.

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-2

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საკუთარი კონტენტი და სტილი PDF შაბლონებს.

ჩვენ დაგვჭირდება ცალკეული ავტომოპასუხე იმეილების დამატება რომელთაც ექნებათ განსხვავებული PDF-ები დართული.

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-3

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელი PDF შაბლონის დართვა გსურთ ავტომოპასუხე იმეილის დამატებითი პარამეტრებიდან (დეტალური გიდი).

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-4

საბოლოო ეტაპია იმეილის პირობითი ლოგიკის დამატება.

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-5

პირობითი ლოგია #1 მაგალითი.

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-6

გაიმეორეთ იგივე სხვა ავტომოპასუხე იმეილებისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმეილის 4 პირობითი ლოგიკა.

როგორ გავაგზავნო განსხვავებული PDF დოკუმენტის შაბლონები მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით Image-7

ესეც ასე, ფორმა ავტომატურად შექმნის ფორმის გამოგზავნილი მონაცემების PDF-ებს თქვენი PDF შაბლონების გამოყენებით და გააგზავნის მათ მომხმარებლის პასუხებზე დაყრდნობით.

თუ გაქვთ რაიმე სახის კითხვა, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ!

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.