ამაღელვებელია როდესაც გთავაზობთ ახალ ფუნქციონალს. Jotform ბარათის ტიპის ფორმები აქ არის – ახალი დამეგობრული საშუალება!
მოცემული ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფორმები მინიმალური ძალისხმევით. შეამცირეთ ფორმის შექმნისა და დიზაინის მორგების შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი JotForm-ის ბარათის ტიპის ფორმების გამოყენებით. ვიცით რომ გაქვთ მრავალი კითხვა, ასე რომ აქ არის ხშირად დასმული კითხვების მოკლე სია. 1. უნდა გამოვიყენო თუ არაJotform ბარათის ტიპის ფორმები JotForm-ის კლასიკური ფორმების ნაცვლად?
გადაწყვეტილების მისაღებად, აქ არის ბარათის ტიპის ფორმების გამოყენების ყველაზე გავრცელებული შემთხვევები:
- სწრაფი საინფორმაციო სიახლეების გამოწერის ფორმა
- მოკლე სარეგისტრაციო ფორმები
- სტანდარტული კომენტარის/უკუკავშირის ფორმა
- და თუნდაც გამოკითხვის ფორმები
როგორც ზოგადი წესი – გამოიყენეთ JotForm-ის ბარათის ტიპის ფორმები როდესაც ქმნით სწრაფ და მოკლე ფორმას. რათქმაუნდა ეს არ გზღუდავთ შექმნათ ბარათის ტიპის გრძელი ფორმები, მაგრამ ახალი ფუნქციონალის გამოყენების იდეალური ვარიანტები მაინც ზემოთ მოცემული მაგალითებია. 2. რა განსხვავება Jotformბარათის ტიპის ფორმებსა და Jotform კლასიკურ ფორმებს შორის?
ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება უკვე იცნობდეს მოცემულ ტერმინებს:
- ყველა კითხვა ერთ გვერდზე = Jotform კლასიკური ფორმა
- ერთი კითხვა თითოეულ გვერდზე = Jotform ბარათის ტიპის ფორმა
და პრინციპში ეს არის მთავარი განსხვავების მოკლე შეჯამება. რათქმაუნდა არსებობს სხვა განსხვავებებიც როდესაც საქმე ეხება ფუნქციონალს და შესაძლებლობებს მაგრამ ამის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ მოცემულ სტატიაში.
დაკავშირებული სტატია: ბარათის-ტიპის-თუ-კლასიკური-რომელი-უნდა-გამოვიყენო 3. რატომ ეძახით მასJotform ბარათის ტიპის ფორმებს?
დიზაინის მხრივ, JotForm-ის ბარათის ტიპის ფორმები გამოიყურება ბუნებრივია როგორც ბარათი! მომხმარებლებისათვის ნაჩვენები იქნება ერთდროულად მხოლოდ ერთი შეკითხვა, თითეული ცალკეულ გვერდზე. ზოგიერთი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ამ ვარიანტს რადგან მათ შეუძლიათ ფოკუსირება თითოეულ კითხვაზე როდესაცავსებენ ფორმას, ზოგიერთი კი პირიქით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გაძლევთ თქვენ (ფორმის მფლობელს) სრულ თავისუფლებას აირჩიოთ უკეთესი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. 4. არის თუ არა ბარათის ტიპისფორმები დაცული?
დიახ, ისინი სრულიად დაცულია – რეალურად, უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ არ არსებობს არანაირი განსხვავება. JotForm-ის კლასიკურ ფორმებზე გამოყენებული უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი ასევე გამოიყენება ბარათის ტიპის ფორმებზეც. დამატებითი ინფორმაციისათვის, თქვენ შეგიძლიათ მიმოიხილოთ ჩვენი უსაფრთხოების გაიდლაინები 5. ახალი ვარ JotForm-ში – რაარის Jotform კლასიკური ფორმა?
თუნდაც ეს არის JotForm-ის გამოყენების პირველი შემთხვევა, თუ თქვენ გაქვთ ინტერნეტში სხვადასხვა რესურსების გამოყენების გამოცდილება, თქვენ უკვე გეცოდინებათ თუ რა არის ონლაინ ფორმა ზოგადად. Jotform კლასიკური ფორმა არის ისეთივე როგორც ნებისმიერი სხვა ტრადიციული ფორმები – კითხვები განთავსებულია ერთ გვერდზე (ან რამოდენიმე გვერდზე გრძელი ფორმების შემთხვევაში), გვერდის ბოლოში კი მოცემულია გაგზავნის ღილაკი.
Jotform ბარათის ტიპის ფორმები კი მეორე მხრივ გთავაზობთ ფორმის შექმნის უფრო მარტივ მეთოდს. ყველა კითხვის ერთ გვერდზე დანახვის ნაცვლად, მომხმარებლები იხილავენ თითოეულ გვერდზე ერთ კითხვას. 6. კარგით, დამაინტერესა – როგორ შემიძლია JotForm-ის ბარათის ტიპის ფორმების გამოყენება?
ეს საკმაოდ მარტივია – გადადით ჩემი ფორმების გვერდზე > დააკლიკეთ ღილაკს ფორმის შექმნა > შემდეგ აირჩიეთ მარჯვენა ვარიანტი, ერთი კითხვის ჩვენება თითოეულ გვერდზე ბარათის ტიპის ფორმა.
სრული გიდი როგორ-შევქმნა-ბარათის-ტიპის-ფორმა 7. მოიცა – რამდენი უნდა გადავიხადო რომ შევძლო მისი გამოყენება?
ეს სრულიად უფასოა. JotForm-ის ანგარიშის მქონე (უფასო ან ფასიანი) ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გამოიყენოს მოცემული ფუნქციონალი. ასე რომ, თუ არ გაქვთ ანგარიში, შექმენით ის ახლავე. 8. როგორ შემიძლია შევცვალო არსებული კლასიკური ფორმის განლაგება ბარათის ტიპით?
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფორმის განლაგება შემდეგნაირად – პარამეტრები > ფორმის პარამეტრები > დააკლიკეთ დამატებითი პარამეტრების ჩვენების ღილაკს > ჩასქროლეთ ქვემოთ და დააკლიკეთ ფორმის განლაგების პარამეტრს და აირჩიეთ ერთი კითხვა თითოეულ გვერდზე.
სრული გიდი: როგორ-შევცვალო-ფორმის-განლაგება
გამოგვრჩა რაიმე მნიშვნელოვანი? თავისუფლად გვამცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ. ან გადადით მხარდაჭერის ფორუმზე და ჩვენი მხარდაჭერის გუნდი მოხარული იქნება რომ დაგეხმაროთ.
კომენტარის გაგზავნა: