Jotform Enterprise ხშირად დასმული შეკითხვები
გაქვთ კითხვა Jotform Enterprise-თან დაკავშირებით? მიიღეთ პასუხები აქ!
ზოგადი
-
არის თუა არა მოთხოვნა მომხმარებლების მინიმალურ რაოდენობაზე?
Jotform Enterprise საწყისი პაკეტი არის მინიმალური საწყისი ვარიანტი, რომელიც მოიცავს 5 ნებადართულ მომხმარებელს. დამატებითი ნებადართული მომხმარებლების შეძენა შესაძლებელია 5 კაციანი ნაკრებების სახით. თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლების დამატება შეუზღუდავი ოდენობით.
-
როგორ შემიძლია განვსაზღვრო მომხმარებელების საჭირო რაოდენობა?
როდესაც ცდილობთ მომხმარებლების რაოდენობის გასნსაზღვრას, გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ჩვენი სალიცენზიო ხელშეკრულების მოთხოვნების მიხედვით თითოეული მომხმარებელი უნდა იყოს ერთადერთი პიროვნება ერთადერთი ინდივიდუალური იმეილის მისამართით. ჯგუფური მეტსახელები როგორიცაა marketingi@kompania.ge არ არის ნებადართული, ისევე როგორც ანგარიშზე წვდომის დეტალების გაზიარება სხვა ცალკეული პირებთან. IT აუდიტისა და მონიტორინგისათვის, თითოეული შესვლა უნდა იყოს დაკავშირებული უნიკალურ პიროვნებასთან, როგორც საუკეთესო პრაქტიკა.
მაგალითად, Jotform Enterprise-ით, თქვენ შეიძლება გყავდეთ ორი ადმინისტრატორი და 18 მომხმარებელი. ეს არის ჯამში 20 მომხმარებელი, შესაბამისად თქვენ უნდა შეიძინოთ წვდომა თითოეული პიროვნებისათვის. დამატებით, თითოეულ მათგანს სჭირდება მომხმარებლის სახელი და პაროლი. ადმნისტრატორს შეუძლია შეცვალოს მომხმარებლის სახელი და პაროლი ნებისმიერ დროს.
-
What is the difference between a Jotform User and Administrator?
"მომხმარებელი" არის განსაზღვრული როგორც ინდივიდუალური პიროვნება ვისაც აქვს თქვენი Jotform Enterprise-ის ანგარიში რათა
- შექმნას/დაარედაქტიროს ფორმები,
- დაამატოს ინტეგრაციები, და/ან
- ნახოს/დაარედაქტიროს/ანალიზი გაუკეთოს გამოგზავნილ ინფორმაციას პირდაპირ ფორმების გამოგზავნების მონაცემთა ბაზაში.
Jotform Enterprise განასხვავებს მომხმარებლის ორ ფუნქციურ დონეს - მომხმარებელი და ადმინისტრატორი. თქვენ განსაზღვრავთ თითოეული მომხმარებელის სტატუსს, იქნება ის მომხმარებელი თუ ადმინისტრატორი.
სტანდარტულად, მომხმარებელს შეუძლია შექმნას ფორმები და შეამოწმოს გამოგზავნილი ინფორმაცია მხოლოდ თვითონ. მომხმარებლებს შემდეგ შეუძლიათ გაუზიარონ წვდომა ერთ, ზოგიერთ ან ყველა ფორმაზე და/ან მონაცემებზე ერთ, ზოგიერთ ან ყველა სხვა მომხმარებელს იმავე Enterprise სერვერზე.
ადმინისტრატორი მართავს თქვენს Jotform Enterprise ანგარიშს. ეს მოიცავს მომხმარებლების დამატებას და წაშლას, ფორმის წარმადობის მეტრიკის გადახედვას და სხვა მოვალეობებს. გარდა ამისა, ადმინისტრატორს ასევე შეუძლია ფორმების შექმნა და ფორმების გამოგზავნების ინფორმაციის ნახვა. ადმინისტრატორს აქვს წვდომა ყველა ფორმასა და ინფორმაციაზე თქვენი Jotform Enterprise ანგარიშის ირგვლივ. HIPAA შესაბამისობის შემთხვევაში, ადმინისტრატორს შეუძლია მხოლოდ იმ ფორმების მონაცემებზე წვდომა რომლებიც გაზიარებულია ფორმის მფლობელების მიერ.
-
არიან თუ არა ჩემი კლიენტები / თანამშრომლები / ვიზიტორები ვინც ავსებს ფორმას, მიჩნეული როგორს "მომხმარებელი"?
კლიენტი, რომელიც ავსებს თქვენს ონლაინ ფორმას არ ითვლება როგორც "მომხმარებელი". მხოლოდ პიროვნებები, რომლებიც ქმნიან ფორმებს, ანალიზს უკეთებენ გამოგზავნილ ინფორმაციას ან მართავენ თქვენს Jotform Enterprise ანგარიშს ითვლებიან როგორც "მომხმარებელები" და/ან "ადმინისტრატორები".
-
რა არის Jotform Enterprise ანგარიშის უპირატესობა მრავალ ერთ-მომხმარებლიან ანგარიშთან შედარებით?
პრობლემა ერთ მომხმარებლიან ანგარიშებთან მსხვილ ორგანიზაციებში არის მრავალჯერადი:
ერთმომხმარებლიანი ანგარიშის შემთხვევაში, ფორმები, შეგროვებულ მონაცემებთან ერთად, ტექნიკურად ეკუთვნის მომხმარებელს. თუ და როცა ეს პიროვნება დატოვებს თქვენს ორგანიზაციას, ფორმებიც და ინფორმაცია თან გაყვება. მოცემული ინფორმაცია უნდა ეკუთვნოდეს ორგანიზაციას, მარგამ ერთმომხმარებლიანი ანგარიშით ასე არ ხდება. Jotform Enterprise-ის შემთხვევაში, ადმინისტრატორს შეუძლია უბრალოდ გადასცეს აღნიშნული ადგილი სხვა მომხმარებელს, უზრუნველყოფს ინფორმაციის დარჩენას თქვენს ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, ერთმომხმარებლიან ანგარიშებს არ აქვთ კავშირი სხვა JotForm-ის ანგარიშებთან. ეს ნიშნავს იმას რომ არ გაქვთ შესაძლებლობა გააზიაროთ და იმუშაოთ უკვე შექმნილ ფორმებზე ერთდროულად, ან გქონდეთ წვდომა სხვა მომხმარებლების ფორმის მონაცემებზე.
თითოეული წვდომა ფორმების ინფორმაციაზე აუცილებელია დაკავშირებული იყოს უნიკალურ პიროვნებასთან თავისი ამოცნობადი შესვლის დეტალებით. ერთმომხმარებლიანი პაკეტების შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს ფორმის მონაცემების გაზიარების ფუნქციონალი, მომხმარებლები ახდენენ ანგარიშში შესვლის ინფორმაციის გაზიარებას, რაც წარმოადგენს JotForm-ის გამოყენების წესებისა და პირობების დარღვევას.
გაითვალისწინეთ რომ ბოლო პუნქტი შეიძლება იქცეს გაცილებით სერიოზულ სამართლებრივ კანონდარღვევად, რადგან HIPAA რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე თითოეული წვდომა ჯანმრთელობის დაცულ ინფორმაციაზე უნდა იყოს შესამჩნევი და დაკავშირებული ინიდივიდუალური მომხმარებლის ანგარიშის წვდომის დეტალებთან.
-
რა განსხვავებაა Jotform Enterprise-სა და სტანდარტულ (ბრინჯაო / ვერცხლი / ოქრო) პაკეტებს შორის?
ჩვენი ტრადიციული, სტანდარტული პაკეტები (დამწყები, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო) არის ერთ-მომხმარებლიანი სატარიფო გეგმები რომლებიც ფუნქციონირებენ საზიარო სერვერებზე და გააჩნიათ მხოლოდ ონლაინ მხარდაჭერა.
Jotform Enterprise არის ერთადერთი მრავალმომხმარებლიანი პაკეტი სადაც ადმინისტრატორს აქვს კონტროლი განსაზღვროს და მიანიჭოს წვდომის სხვადასხვა დონეები მომხმარებლებს და ამ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან კოლაბორაცია. დამატებით, ის ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზაციისთვის გამოყოფილ სერვერზე და გააჩნია თქვენთვის გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი სწრაფი დახმარებისა და გაუმართაობის აღმოფხვრისათვის.
განსხვავებების მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.jotform.com/help/587-what-is-the-difference-between-jotform-enterprise-and-standard -
მჭირდება თუ არა რაიმე სპეციალური პროგრამა?
Jotform Enterprise არის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამების ნაირსახეობა, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ არ გჭირდებათ დააყენოთ არანაირი პროგრამა თქვენს კორპორატიულ სერვერებზე ან კომპიუტერში. საჭიროა მხოლოდ ვებ-ბრაუზერის, როგორიცაა Chrome, Firefox ან Safari, ინსტალაცია.
-
რამდენად სწრაფად მოხდება ჩვენი ანგარიშის გამართვა?
მას შემდეგ რაც მოაწერთ ხელს Enterprise ხელშეკრულებას, ჩვენ შეგვეძლება თქვენი სერვერის გამართვის დაწყება, არსებული ფორმებისა და მონაცემების გადატანა (არსებობის შემთხვევაში) და მოგაწვდით თქვენი სერვერის დეტალებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
-
შეუძლიათ თუ არა კლიენტებს შეავსონ თავიანთი ფორმები სმარტფონით ან ტაბლეტით?
Jotform Enterprise ფორმები არის დინამიური და შეუძლია იმუშაოს პრაქტიკულად ნებისმიერ ვებ ბრაუზერზე, სმარტფონსა და ტაბლეტზე.
-
არის თუ არა შეზღუდვები ფორმებზე, გამოგზავნებზე, და ა. შ?.?
Jotform Enterprise-ს არ აქვს არანაირი შეზღუდვა ფორმების რაოდენობაზე, გამოგზავნებზე, ფორმის ველებზე, გადახდებზე, API გამოძახებებზე და მეხსიერებაზე.
-
შემიძლია თუ არა გადახდების მიღება ჩემი ფორმების გამოყენებით?
Jotform Enterprise გთავაზობთ ინტეგრაციებს მსხვილ გადახდის სისტემებთან, როგორიცაა Stripe, Square, PayPal, Authorize.Net და მრავალი სხვა.
როდესაც თქვენ შექმნით გადახდის ფორმას, თქვენ შეიყვანთ თქვენთვის სასურველი გადახდის სისტემის ანგარიშის მონაცემებს. როცა ეს პროცესი დასრულდება, თქვენ შეგეძლებათ დაიწყოთ ონლაინ გადახდების მიღების დაწყება.
გარდა ამისა, Jotform Enterprise-ს არ გააჩნია დამატებითი საკომისიო თითოეული ოპერაციისთვის. თქვენ მხოლოდ იხდით სტანდარტულ საკრედიტო ბარათის დამუშავების საფასურს.
-
ხელმისაწვდომია თუ არა შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ?
როდესაც თქვენ შეიძენთ Jotform Enterprise-ს, შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ (SLA) შეტანილია როგორც შესყიდვის ხელშეკრულების ნაწილი. მოცემული ხელშეკრულება არის მინიმალური ერთწლიანი პერიოდისათვის და მოიცავს ყველა წესებსა და პირობებს, საერთო ღირებულებასთან ერთად. თქვენი Jotform Enterprise ანგარიშის დასაწყებად, თქვენ უნდა მოაწეროთ მოცემულ ხელშეკრულებას.
-
შეუძლია თუ არა ჩემს იურიდიულ განყოფილებას წესები და პირობები/კონტრაქტი/BAA/DPA ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების ჩვენს მოთხოვნილებაზე მორგება?
დიახ, JotForm-ს შეუძლია სამართლებრივი დოკუმენტებში ცვლილებების მოთხოვნის მორგება, ან მოგცეთ საშუალება გამოიყენოთ თქვენი საქმიანი პარტნიორობის ხელშეკრულება როგორც შეთანხმების შედგენის საფუძვლად.
-
ჩემს IT კომპანიას აქვს ხელშეკრულების დოკუმენტაციის სია და კითხვარები; შეგიძლიათ შეავსოთ ისინი?
დიახ, Jotform-ის უსაფრთხოების გუნდს შეუძლია იმუშაოს თქვენს გუნდთან ერთად რათა უზრუნველყოს ყველა IT უსაფრთხოების და იურიდიული ტიპის კითხვებზე სათანადო პასუხების გაცემა.
ფასები
-
Რა ღირს?
Jotform Enterprise პაკეტის ფასი განისაზღვრება მომხმარებელთა რაოდენობიდან გამომდინარე. საგანმანათლებლო და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ 30 პროცენტიანი ფასდაკლების მიღება. გათვალისწინებული ფასდაკლებები არ არის ხელმისაწვდომი HIPAA სერვერის ღირებულებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს.
-
შემიძლია თუ არა გადავიხადო ყოველთვიურად?
Jotform Enterprise-ის სერვისის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ ყოველწლიურად. თვიდან-თვემდე გადახდის გეგმა არ არის ხელმისაწვდომი.
-
შემიძლია თუ არა დავამატო უფრო მეტი მომხმარებელი ხელშეკრულების დაწყების შემდეგ?
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი მომხმარებლები ნებისმიერ დროს თქვენი საკონტრაქტო წლის განმავლობაში და მათი დამატება მოხდება გამოყენებული დროის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენ დაამატებთ მომხმარებლებს თქვენი საკონტრაქტო წლის დაწყებიდან ხუთი თვის შემდედ, თქვენ მოგიწევთ გადახდა საკონტრაქტო წლის დარჩენილი 7 თვისათვის.
-
ეხება თუ არა 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია Jotform Enterprise-ს?
Jotform Enterprise-ის სერვერების მოწყობისა და გამართვის ხარჯებიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია საცდელი ვერსიის წარმოდგენა და თანხის დაბრუნება არ არის ხელმისაწვდომი. Jotform Enterprise-ის შეძენამდე, თქვენ მოგეთხოვებათ ხელშეკრულების გადახედვა და ხელისმოწერა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი საფუძვლიანად გაეცნოთ ხელშეკრულებას სანამ მოაწერთ მას.
-
შემიძლია თუ არა გამოვიყენო ჩემი საკუთარი დომენური სახელი / კერძო URL?
Jotform Enterprise runs in a local data residency center, so you can white label the user experience by using your own custom domain (e.g., forms.yourdomain.com). If needed, Jotform will purchase the SSL certificate on your behalf and install it at no additional cost, so your forms have the secure https:// designation.
Enterprise სერვერზე მიგრაცია
-
შეგიძლიათ თუ არა გადაიტანოთ ჩემი არსებული ფორმები და მონაცემები ჩემი სტანდარტული Jotform ანგარიშიდან?
დიახ, თქვენი არსებული ფორმებისა და შეგროვებული მონაცემების (არსებობის შემთხვევაში) მიგრაცია ჩვენი სერვერების გამართვის პროცესის შემადგენელი ნაწილია. ამისათვის საჭიროა უბრალოდ წარმოადგინოთ თქვენი სტანდარტული ანგარიშის მომხმარებბლის სახელი.
-
როგორ გამოვაგზავნო ფორმების მიგრაციის მოთხოვნა?
თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნა და მოითხოვოთ ფორმების მიგრაცია როგორც კი შეიქმნება თქვენი Enterprise სერვერი. გთხოვთ დაურთეთ მოცემული ინფორმაცია თქვენს მოთხოვნას:
- ფორმების მიგრაციის დაწყების სასურველი თარიღი და დრო. ბილეთი უნდა შეიქმნას მოთხოვნილ თარიღამდე მინიმუმ ორი სამუშაო დღით ადრე.
- თქვენი სტანდარტული Jotform.com ანგარიშის იმეილის მისამართი საიდანაც მოხდება ფორმების მიგრაცია
- ფორმის მფლობელის იმეილის მისამართი თქვენს Enterprise სერვერზე.
- რომელი ფორმების მიგრაცია გსურთ
- თუ არ ხდება ანგარიშის სრული მიგრაცია ან ფორმების მიგრაცია მოხდება რამოდენიმე სხვადასხვა ანგარიშიდან, გთხოვთ წარმოადგინეთ იმ ფორმების სია, რომელთა მიგრაციაც გსურთ.
- ალტერნატიულად, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ყველა ფორმის მიგრაცია.
-
იქნება თუ არა ფორმები ხელმიუწვდომელი მიგრაციის დროს?
არა. მიგრაციის დროს არ იქნება რაიმე სახის შეფერხება.
-
მოხდება თუ არა ჩემი ფორმის ჩანაწერების მიგრაცია?
დიახ. მიგრირდება ყველა თქვენი ფორმის ჩანაწერი.
-
დარჩება თუ არა ჩემი ფორმის URL მისამართები იგივე?
ფორმის URL მისამართები გადამისამართდებიან ავტომატურად. მხარდაჭერილია iFrame და JavaScript საიტზე ინტეგრაციები.
- მაგალითად: Jotform.com/formisid გადამისამართდება TkveniServeri.jotform.com/formisid.
- საწყისი კოდით ჩასმული ფორმები არ გადამისამართდებიან ავტომატურად. ამიტომაც თქვენ უნდა ჩაანაცვლოთ არსებული კოდი Enterprise ვერსიის კოდით.
თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფორმის შემვსებ პირებს როგორც ფორმის ძველი URL მისამართები, ასევე ახალი Enterprise ფორმის URL მისამართები, მაგრამ გირჩევთ ყველა არსებული ლინკის Enterprise ვერსიით ჩანაცვლებას.
-
როგორ მივიღო ჩემს მონაცემებზე წვდომა ფორმის მიგრაციის შემდეგ?
ჩვენ გადავიტანთ ფორმებს თქვენ მიერ მითითებულ Enterprise სერვერის ანგარიშზე. აღნიშნული მომხმარებელი იქნება ფორმლის მფლობელი თქვენს Enterprise სერვერზე. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ფორმები სხვა ლიცენზირებულ მომხმარებლებს თქვენს სერვერზე, ან თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ ფორმის მფლობელობა სხვა მომხმარებელს თუ თქვენი სერვერი არ არის HIPAA შესაბამისი.
-
საჭიროა თუ არა მიგრაციის შემდეგ ინტეგრაციების ახლიდან დამატება?
დიახ, თუ თქვენ იყენებთ Dropbox, Zapier, OneDrive, Salesforce, ან Power Automate ინტეგრაციას. ყველა სხვა ინტეგრაცია იმუშავებს ხელუხლებლად.
-
მოხდება თუ არა დაშიფრული ფორმების მიგრაცია?
არა, ფორმის მიგრაციამდე თქვენ უნდა გამორთოთ დაშიფრვა. მიგრაციის შემდეგ თუ გსურთ ფორმის დაშიფრვის გააქტიურება, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაშიფრვის იგივე კოდი. დეტალური ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გიდი.
-
მოხდება თუ არა HIPAA ფორმების მიგრაცია?
თუ თქვენი სტანდარტული Jotform ანგარიში არის HIPAA შესაბამისი, თქვენი HIPAA ფორმების მიგრაცია მოხდება ავტომატურად და არ საჭიროებს დამატებით ქმედებას.
-
დარჩება თუ არა API დაბოლოებები იგივე?
არა, თქვენი API მისამართები შეიცვლება. როდესაც შეუერთდებით Jotform Enterprise-ს, თქვენი API დაბოლოება შეიცვლება https://api.jotform.com-დან "https://{თქვენიდომენი}.jotform.com/API" (API დიდი ასოებით).
-
როგორ შემიძლია მიგრაციის შემდეგ ფორმებში ცვლილებების შეტანა?
მიგრაციის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ფორმებში ცვლილებების შეტანა თქვენი ახალი Enterprise სერვერიდან. Jotform.com-ზე არსებულ ორიგინალ ფორმებზე შეტანილი ცვლილებები არ აისახება Enterprise ვერსიებზე და არ იქნება ნაჩვენები გადამისამართების გამო.
ჩვენ გირჩევთ იმუშაოთ ექსკლუზიურად თქვენს Enterprise სერვერზე რათა თავიდან აიცილოთ არეულობა.
-
I’ve assigned users to my Jotform.com forms, will those assignments and history migrate to Enterprise?
No, form assignees and their form filling/assignment history will not migrate over to your Enterprise server. It is recommended that you inform your assignees that new invites will go out and they will need to create a new login account on your Enterprise server. The process for re-inviting users is the same, and you can learn more about that here.
-
რა მოუვა ჩემს ძველ სტანდარტულ Jotform ანგარიშს?
ჩვენ გავაუქმებთ თქვენი სტანდარტული Jotform ანგარიშის პაკეტს, ასე რომ აღარ ჩამოგეჭრებათ თანხა.
ნებისმიერი წინასწარ გადახდილი გამოუყენებელი თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს საკრედიტო ბარათზე.
მხარდაჭერა
-
ხელმისაწვდომია თუ არა მომხმარებელთა ტექნიკური დახმარება?
Your Jotform Enterprise account comes with the exclusive benefit of a dedicated Enterprise Support Team. You can conveniently submit tickets 24/7 or platform administrators can schedule Zoom support calls through our integrated support portal, ensuring that any inquiries or concerns are addressed promptly and efficiently.
ტექნიკური დეტალები
-
მხარდაჭერილია თუ არა SSO ავტორიზაცია Jotform Enterprise-ის მიერ?
Jotform Enterprise მხარდაჭერილია SAML 2.0-ით, რაც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ იგი ცნობილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ SSO ინტეგრაციებთან, როგორიცაა Microsoft, Google, Okta, Duo, OneLogin და მრავალი სხვა.
SSO ინტეგრაციას გააჩნია ორი მნიშვნელოვანი გამოყენება:
Jotform Enterprise-ის "მომხმარებლებს" და "ადმინისტრატორებს" შეეძლებათ შევიდნენ პლატფორმაზე SSO წვდომის დეტალების საშუალებით, შესაბამისად აღარ არის საჭირო დაიმახსოვროთ დამატებით მომხმარებლის სახელი და პაროლი. ეს ასევე საშუალებას აძლევს თვქნეს IT დეპარტამენტს თვალყური ადევნოს ანგარიშზე წვდომის დეტალებს ლოკალურად, თქვენს სხვა IT აპლიკაციებთან ერთად.
გარდა ამისა, SSO-დაცვის გააქტიურება შესაძლებელია შიდა-გამოყენების ფორმებზე შერჩევითად, რათა მხოლოდ თანამშრომლებს/პერსონალს/პროფესორ-მასწავლებლებს/სტუდენტებს შეეძლოთ ფორმის ნახვა, შევსება და გაგზავნა. სენსიტიური ინფორმაციის აპლიკაციების შემთხვევაში, SSO ფუნქციონალზე დაფუძნებული ავტორიზაცია უზრუნველყოფს ფორმის შემვსები პიროვნების შესაბამისობას გამოგზავნილ ინფორმაციასთან.
დამატებითი ინფორმაცია SSO ფუნქციონალზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თუ თქვენ იყენებთ სხვა სერვისს, გთხოვთ დაუკავშირდით Jotform Enterprise-ის გუნდს რათა გაიგოთ უფრო მეტი როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილეთ ჩვენი SSO ინფორმაციის გვერდი.
-
შემიძლია თუ არა გამოვიყენო ჩემი საკუთარი დომენური სახელი / კერძო URL?
Jotform Enterprise runs in a local data residency center, so you can white label the user experience by using your own custom domain (e.g., forms.yourdomain.com). If needed, Jotform will purchase the SSL certificate on your behalf and install it at no additional cost, so your forms have the secure https:// designation.
-
ორმხრივია თუ ცალმხრივი Jotform Enterprise API?
Jotform Enterprise API-ს გააჩნია მონაცემთა გადაცემის ორმხრივი ფუნქციონალი. თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ გაეცანით ჩვენს API დოკუმენტაციას.
უსაფრთხოება
-
სად მოხდება ჩემი მონაცემების შენახვა?
Your local Jotform data residency center will be hosted by Google Cloud Platform, our preferred hosting partner. We work with other hosting partners as well, such as Amazon Web Services (AWS) on an as-needed basis.
-
შემიძლია თუ არა ჩემი მონაცემების შენახვა ავსტრალიაში/კანადაში/ამერიკაში/დიდ ბრიტანეთში/ევროკავშირის ფარგლებში, ასე რომ ჩემი მონაცემებს არ მოუხდებათ ჩემი ქვეყნის/რეგიონის დატოვება?
ვინაიდან Jotform Enterprise სერვერი გამოყოფილია სპეციალურად თქვენთვის, ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ იგი თქვენთვის სასურველი ლოკაციის მიხედვით, შესაბამისად თქვენი მონაცემები არასდროს გავა თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს ფუნქციონალი ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელებისათვის ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში და სხვა. 19 მონაცემთა ცენტრით 15 ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ თქვენი მონაცემთა შენახვის გეოლოკაციის მოთხოვნები.
-
არის თუ არა ჩემი ფორმები და მონაცემები დაცული?
Ensuring the privacy and security of your form submission data is a top priority at Jotform. Jotform Enterprise takes every precaution to provide an online form service with high grade security — including 256-bit encryption, SOC 2 Compliance, and, if required, HIPAA solutions for healthcare related needs. For more information, visit Jotform’s security page.
-
რა განსხვავებაა დაშიფრვის მხრივ HIPAA Enterprise სერვერსა და არა-HIPAA Enterprise სერვერს შორის?
მონაცემები საწყისადვე დაშიფრულია Enterprise სერვერის მიერ:
- Enterprise ანგარიშები სრულიად განცალკევებულია ერთმანეთისგან Enterprise გარემოში, ასე რომ არ ხდება არაფრის გაზიარება სხვა მომხმარებლებს შორის.
- ყველა მონაცემი (მომხმარებლის ფორმები/გამოგზავნები და ა.შ.) ავტომატურად იშიფრება როდესაც ხდება მათი ფიზიკურ დისკებზე ჩაწერა.
- თითოეული შიფრირების კოდი არის ასევე დაშიფრული დამატებითი გასაღებით Google Cloud Platform-ის მიერ (ჩვენი ჰოსტინგ პარტნიორი).
დაშიფრვა უშუალოდ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია HIPAA შესაბამისობისას, არის ერთი დონით მაღლა:
- ჩვენი სერვერები იღებენ დაუმუშავებელ მონაცემებს, და სანამ მოხდება მათი მონაცემთა ბაზებში ჩაწერა, Jotform შიფრავს მას AES256-ით (ყველა ინდივიდუალურ ფორმის გამოგზავნას აქვს უნიკალური კოდი) და ყველა ინდივიდუალური AES265 კოდის დაშიფრვა ხდება ასევე მომხმარებლის საჯარო კოდით (RSA2048). კოდები არის სრულად შეთავსებული მომხმარებლის ანგარიშთან და ექვემდებარება JotForm-ის დაშიფრვის ფუნქციონალს.
მოკლედ, ჩვეულებრივი enterprise კონფიგურაცია უზრუნველყოფს დისკის დაშიფრვას, მაშინ როდესაც HIPAA ახდენს დამატებით მონაცემთა ბაზის დაშიფრვასაც.
შესაბამისობები
-
არის თუ არა Jotform Enterprise HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობაში?
Jotform Enterprise გთავაზობთ HIPAA შესაბამისობის რათა დაგეხმაროთ ჯანმთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ და დაცულად შენახვაში. გაიგეთ მეტი.
-
თუ უკვე მაქვს Jotform Enterprise ანგარიში და გავააქტიურებ HIPAA შესაბამისობას, რა მოუვა ჩემი არსებული ფორმის მონაცემებს?
Your Jotform Enterprise account will operate in the same manner. Existing form submission data will be automatically encrypted in your local data residency center, as well as in the database.
-
საჭიროა თუ არა დამატებითი ღირებულების გადახდა HIPAA შესაბამისობის გასააქტიურებლად?
If you are collecting Protected Health Information (PHI) and you need your server to be HIPAA compliant, please contact your account manager and the Enterprise customer success team to discuss pricing and data migration options. Educational institution and nonprofit organization discounts are not available on HIPAA server costs.
-
რა განსხვავებაა დაშიფრვის მხრივ HIPAA Enterprise სერვერსა და არა-HIPAA Enterprise სერვერს შორის?
თუ თქვენ აგროვებთ დაცულ ჯანმრთელობის ინფორმაციას (PHI) და თქვენ გჭირდებათ თქვენი Jotform Enterprise სერვერი იყოს HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობაში; ეს ღირს დამატებითი ღირებულება 299 დოლარი ყოველთვიურად, რომლის გადახდაც ხდება წინასწარ და დაემატება თქვენს ლიცენზიის ღირებულებას. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული ფასდაკლებები არ არის ხელმისაწვდომი HIPAA სერვერის ღირებულებისათვის.
-
Why is there an additional cost for HIPAA features?
მონაცემთა ბაზის დონეზე დამატებითი დაშიფრვიდან გამომდინარე, რაც არის HIPAA სტანდარტების მოთხოვნა, HIPAA ფუნქციონალის გააქტიურება მოითხოვს დამატებით დატვირთვას ჩვენი სერვერების CPU-ებზე. ჩვენს ჰოსტინგ პარტნიორთან ანგარიშსწორება ხდება CPU-ს დატვირთვიდან გამომდინარე, ასე რომ HIPAA შესაბამისობის აქტივაცია მოითხოვს დამატებით ღირებულებას. გაიგეთ მეტი რატომ არის Jotform იდეალური გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროსთვის.
-
How do HIPAA solutions differ from other forms of encryption? Is encryption available without HIPAA solutions?
თუ თქვენ გაქვთ enterprise სერვერი, თქვენი ფორმები და გამოგზავნილი ინფორმაცია დაშიფრულია ავტომატურად უშუალოდ სერვერის დისკის დონეზე.
HIPAA solutions take security one step further by providing additional database encryption with unique AES256 keys for every individual submission.
-
თუ მე ვაგროვებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციას (PHI), მჭირდება თუ არა HIPAA?
U.S. law requires organizations that collect and store PHI to follow HIPAA-compliant methods, so if you collect PHI, and you’re located in the U.S., you do need HIPAA compliance features. However, some Jotform Enterprise customers who aren’t located in the U.S. also opt for HIPAA enablement as an additional level of security.
-
მე უკვე მაქვს HIPAA ოქროს პაკეტის ანგარიში. მჭირდება თუ არა Jotform Enterprise?
თქვენი ოქროს ანგარიში არის ერთმომხმარებლიანი ანგარიში, რაც ნიშნავს იმას რომ ერთ პიროვნებას შეუძლია შექმნას ფორმები, შეაგროვოს ინფორმაცია და ჰქონდეს წვდომა მონაცემებზე.
HIPAA რეგულაციები მკაცრად მოითხოვს რომ თითოეული წვდომა PHI ტიპის ინფორმაციაზე განხორციელდეს უნიკალური პიროვნების მიერ თავისი ანგარიშის დეტალების გამოყენებით.
ანგარიშის წვდომის მონაცემების გაზიარება არის HIPAA სტანდარტების მოთხოვრების სერიოზული დარღვევა და შეიძლება გამოიწვიოს სამართლებლივი პრობლემები.
Even if only one person creates forms in your account, if multiple individuals access the collected PHI, you will need Jotform Enterprise, which is the only platform that supports multiple users.
Get hands-on help from Jotform Enterprise Professional Services
Fast-track onboarding, implementation, and more with a team committed to your success.